პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის 20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.
თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.
2011 წლის 25 ნოემბერს, ავსტრიის ენერგო ქალაქ ველსში შეიკრიბა 50 ქვეყნის წარმომადგენელი გარემოს დაცვის დარგში განსაკუთრებული მიღწევების საპატივცემულო „ენერჯი გლობის“ გალა საღამოზე. 105 ქვეყნიდან შემოსული 1000-მდე საკონკურსო განაცხადიდან „ენერჯი გლობის“ ჟიურიმ „ენერჯი გლობის“ ეროვნული ჯილდო მიანიჭა პროექტს საქართველოდან - „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისთვის - ენერგო ავტობუსი“.
2011 წლის 12 ნოემბერს სატელევიზიო პროგრამა „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ მიეძღვნა ენერგოეფექტურობის საკითხებს და პროექტ „ნათელი 1“-ის საქმიანობას.
31 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა თუშეთის სოფელ შენაქოში მცირე ჰიდრო ელქტრო სადგური საზეიმოდ გახსნეს. ჰიდრო ელექტრო სადგური სუფთა, განახლებად ენერგიას მიაწვდის სოფლის 60-მდე ოჯახს, ისევე როგორც ახლო მდებარე საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოს.


