- აუცილებელი არ არის გქონდეთ გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში.
- ეხება თუ არა გრანტების პროგრამა მხოლოდ ექსპერტიზის და ანალიზის საკითხების დაფინანსებას?
- არა, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის (არა მხოლოდ სამეცნიერო) პროექტის წარმოდგენა, რომელიც მოიცავს ენერგოსექტორის განვითარების ხელშეწყობას კონკურსის პირობების თანახმად.
- არის თუ არა შესაძლებელი კერძო პირისთვის გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
- მონაწილეობის უფლების მქონე ჯგუფები: ამ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს და არამომგებიან ორგანიზაციებს. კერძო პირებს ან კერძო პირებისგან შემდგარ ჯგუფებს კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. ნებისმიერი კერძო პირი ან ინტერეს-ჯგუფი საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა დარეგისტრირდეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. სახელმწიფო ან კერძო კომპანიებსა თუ სამთავრობო ინსტიტუტებს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. საზოგადოებრივ ან სათემო კავშირებს კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დარეგისტრირებულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით. საჯარო მოხელეებს, არსებული პარლამენტის წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, პოლიტიკური პარტიების და გაერთიანებების წევრებს არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა საგრანტო პროექტში ხელმძღვანელის ან საგრანტო ფონდიდან ანაზღაურებადი მონაწილის სახით.
- მითითებული არ არის სახელფასო განაკვეთის პროცენტი და ამიტომ ასეთი შეზღუდვა არ არის.
- რა იგულისხმება ფინანსური ანგარიშის დოკუმენტებში: ფორმები თუ განხორციელებული პროექტის ფინანსური ანგარიში?
- აუცილებელია შეავსოთ მოწოდებული ფორმა და გასცეთ ყველა კითხვაზე შესაბამისი პასუხი. ფიანსური დოკუმეტაცია თავისთავად მოიცავს განხორციელებული პოექტების ფინანსურ ანგარიშებს.
- შესაძლებელია თუ არა რომ ორი პროექტის დირექტორად მოიზარებოდეს ერთიდაიგივე თანამშრომელი? არის თუ არა შეზღუდვა ამ თვალსაზრისით?
- შეზღუდვა არ არის.
- შესაძლებელია თუ არა, რომ პროექტის ტექნიკოსი და/ან სხვა თანამშრომელი იყოს მოწვეული პიროვნება (ანუ არა უნივერსიტეტის თანამშრომელი), თუ აუცილებელია რომ პროექტში მონაწილე ყველა პიროვნება, ვისაც ხელფასი დაენიშნება, იყოს უნივერსიტეტის თანამშრომელი?
- არ არის აუცილებელი, მაგრამ მოწვეული კონსულტანტი არ უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე, პარლამენტის წევრი, საზ. მაუწყელის თანამშრომელი ან პოლიტიკური პარტიის წევრი.
- დიახ, თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერი პროექტი, რომელიც განახლებადი ენერგიების დანერგვას და გამოყენებას ეხება.
- საკონსულტაციო შეხვედრები არ გაიმართება.
- შეიძლება თუ
არა, რომ პროექტის დირექტორი,
და/ან პროექტის კოორდინატორი იყოს მოწვეული პიროვნება?
- შეიძლება, ასეთი შეზღუდვა არ გვაქვს.
- დანართი
B -ს შევსების დროს, ცალკეულ კითხვებზე
პასუხის გაცემის პარალელურად, ბიუჯეტის ექსელის ცხრილიც ჩავსვათ იგივე ფაილში თუ
ექსელის ფაილი ცალკე დანართის სახით დავურთოთ? თუ ცხრილიც ჩავსვათ
და თან ცალკე ფაილის
სახითაც დავურთოთ?
- არ არის აუცილებელი ცალკე დანართი, იგივე დანართში შეგიძლიათ ჩასვათ.
- თუ
სააპლიკაციო ფორმა და დანართები ინგლისურ
ენაზეა წარმოდგენილი, საჭიროა თუ არა ქართული
ვერსიების წარმოდგენაც?
- თუ
სააპლიკაციო ფორმა და დანართები ინგლისურ
ენაზეა წარმოდგენილი არ არის აუცილებელი მათი ქართულ ენაზე წარმოდგენა.
- ერთ-ერთ პრიორიტეტულ საგრანტო საკითხად მითითებულია „საერთაშორისო ენერგო
ორგანიზაციასთან, აშშ-თან, ევროპასთან, შავი ზღვის ქვეყნებთან და მეზობელ
ქვეყნებთან რეგიონალური თანამშრომლობის მხარდაჭერა“. გთხოვთ, განმარტოთ თუ რა მოიაზრება ამ პუნქტში.
-
„მხარდაჭერა“ ამ
შემთხვევაში ნიშნავს ენერგოეფექტური და/ან განახლებადი ენერგიის პროექტებს.
პროექტი, რომელსაც წარმოადგენთ, უნდა მოიცავდეს ენერგეტიკის საკითხებს.
- შეუძლია თუ არა
განმცხადებელ არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეკონტრაქტორად დაიქირაოს კერძო
კომპანია?
- დიახ, შესაძლებელია რომ კერძო კომპანია იყოს ქვეკონტრაქტორი.
- განცხადებაში მითითებულია, რომ „აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის მიღების მიზნით, კონკურსის
მონაწილეებმა სასურველია ჩადონ ფინანსური ან სხვა სახის (ფიზიკური, მატერიალური ან
ინტელექტურალური) რესურსები და ამავდროულად მათ მოეთხოვებათ აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს პროექტის დასრულების შემდგომი მდგრადობის შენარჩუნების
გეგმების წარმოდგენა“, ხოლო განაცხადის ფორმაში მითითებულია, რომ “კონკურსის
მონაწილეებს ეძლევათ წახალისება რომ წარმოადგინონ თანამონაწილეობის გეგმა,
რომელშიც მითითებული იქნება ფინანსური ან სხვა სახის (ფიზიკური, მატერიალური ან
ინტელექტუალური) რესურსები, რომლის საშუალებითაც მოხდება პროექტის განხორციელება”.
რას ნიშნავს ეს – მოთხონვას თუ რეკომენდაციას?
– როგორც მითითებულია განაცხადის
ფორმაში, თქვენ უნდა წამოადგინოთ სრული პროექტი დეტალური ბიუჯეტით და ზემოაღნიშნული
ინფორმაციით.
- თუ არ გყავთ შერჩეული თანამშრომლები, შეგიძლიათ კომენტარებში მიუთითოთ და არ დაასახელოთ მათი ვინაობა.
- ბიუჯეტის ექსელის ფაილში არის
გრაფა ჰონორარები. რას
უნდა მოიცავდეს ეს
ჰონორარები?
კონსულტანტების
და ექსპერტების ანაზღაურება ცალკე გრაფაში არის. ასევე, გრაფა არაპირდაპირი ხარჯების პუნქტი „პირდაპირი ხარჯების პროცენტი"- რას
მოიცავს,
ზედნადებ
ხარჯებს?
- რაც შეხება ბიუჯეტს, აუცილებელი არ არის მითითებული ფორმის გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფორმა და მოარგოთ თქვენსავე პროექტს.
- ითვალისწინებს თუ არა კონკურსის მოთხოვნები ისეთ
პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მოემსახურება ენერგოეფექტურობაზე მოსახლეობის
ინფორმირებულობის დონის ამაღლებას?
- დიახ, თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ მსგავსი ტიპის პროექტი.

