თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.
სიახლეები
8 დეკემბერი, 2011 პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"
2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
6 დეკემბერი, 2011 "შუა დღე" ენერგოეფქტურობის შესახებ
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.
25 ნოემბერი, 2011 ენერგო ავტობუსი მდგრადი განვითარების მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
2011 წლის 25 ნოემბერს, ავსტრიის ენერგო ქალაქ ველსში შეიკრიბა 50 ქვეყნის წარმომადგენელი გარემოს დაცვის დარგში განსაკუთრებული მიღწევების საპატივცემულო „ენერჯი გლობის“ გალა საღამოზე. 105 ქვეყნიდან შემოსული 1000-მდე საკონკურსო განაცხადიდან „ენერჯი გლობის“ ჟიურიმ „ენერჯი გლობის“ ეროვნული ჯილდო მიანიჭა პროექტს საქართველოდან - „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისთვის - ენერგო ავტობუსი“.
12 ნოემბერი, 2011 ვახო სანაიას რეპორტაჟი
2011 წლის 12 ნოემბერს სატელევიზიო პროგრამა „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ მიეძღვნა ენერგოეფექტურობის საკითხებს და პროექტ „ნათელი 1“-ის საქმიანობას.

