თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
სიახლეები
http://www.winrock.ge/ge/news
27 მარტი, 2012 ენერგო ავტობუსმა იმერეთის რეგიონში იმოგზაურა
2012 წლის 13 თებერვლიდან 8 მარტამდე ენერგო ავტობუსმა იმოგზაურა ხონის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებში.
პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.
22 თებერვალი, 2012 ენერგო ავტობუსმა გურიის და იმერეთის რეგიონებში იმოგზაურა
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.
20 იანვარი, 2012 სემინარი თემაზე: “აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკასა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში”
პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის 20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.
