სიახლეები
 

31 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა თუშეთის სოფელ შენაქოში მცირე  ჰიდრო ელქტრო სადგური საზეიმოდ გახსნეს. ჰიდრო ელექტრო სადგური სუფთა, განახლებად ენერგიას მიაწვდის სოფლის 60-მდე ოჯახს, ისევე როგორც ახლო მდებარე საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოს. 

 

აშშ-ს მთავრობამ ტექნიკური დახმარების გზით აშშ-ის განვითარების სააგენტოსა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „ვინროკ ინტერნეიშალი“ მეშვეობით ამ პროექტის დასაფინანსებლად სამი წლის განმავლობაში 87.000 ათასი აშშ დოლარი გამოყო. პროექტის დასრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი  თვით სოფელ შენაქოს მოსახლეობამ შეიტანა. ამასთან საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დააფინანსა სოფლამდე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

 

უკვე ხელმისაწვდომი ელექტროენერგია წლის განმავლობაში სეზონურ მაცხოვრებლებს უზრუნველყოფს  უსაფრთხოებითა და სატელეფონო კავშირით და აგრეთვე, წაახალისებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მთიან რეგიონში. ელექტრო სადგურს გააჩნია საკმარისი სიმძლავრე რომ ელექტროენერგიით მოამარაგოს სოფელი შენაქო და მისი მეზობელი სოფლები.

 

„ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით ამ პროექტში. მნიშვნელოვანია, რომ ორი ათწლეულის შემდგომ სოფელ შენაქოს მოსახლეობას ელექტრო ენერგია მიეწოდება და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდება“ -  განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.

 

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ელექტრომომარაგება ზაფხულში კონფორტული პირობებისთვის, ხოლო ზამთარში სოფელში დარჩენისთვის. სოფლის მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უკვე ხელმისაწვდომია. მომავალში ჩვენ ვიზრუნებთ ომალოსა და დიკლოზე“- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბ-მა ალექსანდრე ხეთაგურმა.

 

„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც: უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად და მეტი საოჯახო ტიპის სასტუმროების აშენებისთვის. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ სხვა სოფლებს მსგავსი ადგილობრივი მცირე ჰიდროელექტრო სადგურით უზრუნველყოფას ვგეგმავთ“. - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ახმეტის რეგიონიდან. 

 

ბოლო სიახლეები
 

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2012 წლის 13 თებერვლიდან 8 მარტამდე ენერგო ავტობუსმა იმოგზაურა ხონის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებში.

პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.

ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.