ენერგო ავტობუსი
აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის
10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში
და სამტრედიაში.
ყველა რეგიონში
ენერგო ავტობუსი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს ენერგო ავტობუსის ტურებს, საინფორმაციო
მასალებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს კონკრეტული ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის
გამოყენების შესახებ.
როგორც წესი, ვიზიტების დროს ენერგო ავტობუსის გუნდი აწყობს ტრენინგებს იმ სოფლების და რაიონული ცენტრების სკოლებში, სადაც ჩერდება ენერგო ავტობუსი იმისათვის, რომ ბავშვები გაეცნონ ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებს. აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა:
- 3 ტრენინგი ლანჩხუთის რაიონში - 2 ლანჩხუთში, 1 სუფსაში
- 5 ტრენინგი ქუთაისში
- 4 ტრენინგი ვანის რაიონში
- 3 ტრენინგი სამტრედიის რაიონში
ტრენინგების დროს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ენერგო ავტობუსის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ კონკურსში.
ლანჩხუთის რაიონში და სამტრედიაში ვიზიტისას, ენერგო ავტობუსი მოინახულეს ადგილობრივი ბეჭდური მედიის ჟურნალისტებმა, რომლებმაც დაათვალიერეს ენერგო ავტობუსი და მიიღეს საინფორმაციო მასალები.











