სიახლეები
 
2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში. პრეზენტაციის მიზანი იყო პროქტ NATELI 1-ის ფარგლებში ფონდ "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგების გაცნობა მონაწილეებისათვის. პრესენტაციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან და თბილისის მერიიდან, თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები არქიტექტურული/სამშენებლო კომპანიებიდან.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: 

  • პროექტის პრეზენტაცია: ფონდმა "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" წარმოადგინა პროექტ NATELI I-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები.
  • ენერგო აუდიტების შედეგები: მონაწილეები გაეცნენ ფონდის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" მიერ ჩატარებული ენერგო აუდიტის შედეგებს ქალაქ თბილისში ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალის პირველი კორპუსის და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში. პრეზენტაციის თემა ასევე მოიცავდა ენერგო აუდიტის განხორციელების სავალდებულო პროცედურებს, პროექტის განხორციელების პროცესს, ენერგო აუდიტის სტრუქტურას, ენერგო ბიუჯეტს და მოსალოდნელ დანაზოგს, ენერგო პოტენციალს და ზეგავლენას გარემოზე.
  • შენობების თბური იზოლაცია: პრეზენტატორმა წარმოადგინა შენობის თბოიზოლაციის ტექნოლოგიები და მასალები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის თბოიზოლაციის კონკრეტული მაგალითები და ეკონომიკური ანალიზი.
  • გეოთერმული ენერგიის გამოყენება: პრეზენტატორმა ისაუბრა გეოთერმული წყლის მოხმარების პოტენციური პრობლემების შესახებ თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში. აღინიშნა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები ამ პრობლემების მოსაგვარებლად, კერძოდ: თბომცვლელის ადგილმდებარეობა და ზომები, თბომცვლელის დიზაინი, მილსადენის ინდივიდუალური მრიცხველების და გათიშვის სარქველების დაპროექტება, ა.შ.
  • მზის ენერგია: მონაწილეები გაეცნენ მზის ენერგიის გამოყენების საშუალებებს წყლის გასათბობად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში. მაგალითის სახით პრეზენტატორმა წარმოადგინა ვაჟა-ფშაველასა და საბურთალოზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავებზე მზის კოლექტორების დამონტაჟების სქემა.
  • ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმები: პრეზენტატორებმა განიხილეს ბინათმესაკუთრეთა ერთობლივი საქმიანობის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები და ურთიერთობები მესამე მხარეებთან. 
ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.