<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/news/news-title-goes-here</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში. პრეზენტაციის მიზანი იყო პროქტ NATELI 1-ის ფარგლებში ფონდ "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგების გაცნობა მონაწილეებისათვის. პრესენტაციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან და თბილისის მერიიდან, თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები	არქიტექტურული/სამშენებლო კომპანიებიდან.პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: 

პროექტის პრეზენტაცია: ფონდმა "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" წარმოადგინა პროექტ NATELI I-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები.
ენერგო აუდიტების შედეგები: მონაწილეები გაეცნენ ფონდის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" მიერ ჩატარებული ენერგო აუდიტის შედეგებს ქალაქ თბილისში ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალის პირველი კორპუსის და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში. პრეზენტაციის თემა ასევე მოიცავდა ენერგო აუდიტის განხორციელების სავალდებულო პროცედურებს, პროექტის განხორციელების პროცესს, ენერგო აუდიტის სტრუქტურას, ენერგო ბიუჯეტს და მოსალოდნელ დანაზოგს, ენერგო პოტენციალს და ზეგავლენას გარემოზე.
შენობების თბური იზოლაცია: პრეზენტატორმა წარმოადგინა შენობის თბოიზოლაციის ტექნოლოგიები და მასალები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის თბოიზოლაციის კონკრეტული მაგალითები და ეკონომიკური ანალიზი.
გეოთერმული ენერგიის გამოყენება: პრეზენტატორმა ისაუბრა გეოთერმული წყლის მოხმარების პოტენციური პრობლემების შესახებ თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში. აღინიშნა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები ამ პრობლემების მოსაგვარებლად, კერძოდ: თბომცვლელის ადგილმდებარეობა და ზომები, თბომცვლელის დიზაინი, მილსადენის ინდივიდუალური მრიცხველების და გათიშვის სარქველების დაპროექტება, ა.შ.
მზის ენერგია: მონაწილეები გაეცნენ მზის ენერგიის გამოყენების საშუალებებს წყლის გასათბობად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში. მაგალითის სახით პრეზენტატორმა წარმოადგინა ვაჟა-ფშაველასა და საბურთალოზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავებზე მზის კოლექტორების დამონტაჟების სქემა.
ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმები: პრეზენტატორებმა განიხილეს ბინათმესაკუთრეთა ერთობლივი საქმიანობის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები და ურთიერთობები მესამე მხარეებთან. 
</text></channel></rss>
