სიახლეები
 

2011 წლის 25 ნოემბერს, ავსტრიის ენერგო ქალაქ ველსში შეიკრიბა 50 ქვეყნის წარმომადგენელი გარემოს დაცვის დარგში განსაკუთრებული მიღწევების საპატივცემულო „ენერჯი გლობის“ გალა საღამოზე. 105 ქვეყნიდან შემოსული 1000-მდე საკონკურსო განაცხადიდან „ენერჯი გლობის“ ჟიურიმ „ენერჯი გლობის“ ეროვნული ჯილდო მიანიჭა პროექტს საქართველოდან - „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისთვის - ენერგო ავტობუსი“.

 

„ენერჯი გლობის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე საქართველოს  წარმოადგენდნენ:  ქ-ნი ირინა სულავა/ვინროკ საქართველო/პროექტი „ნათელი”; ბ-ნი გიორგი გონგლიაშვილი, ქ-ნი თამილა ჩანტლაძე და ბ-ნი გელა ყაველაშვილი/ბრითიშ პეტროლიუმი; ბ-ნი გიორგი აბულაშვილი და ქ-ნი ლიანა /ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი“. გამარჯვებულებს სერტიფაკატები პოლიტიკური და ბიზნეს წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გადასცეს. გალა საღამო მსოფლიო მასშტაბით ტელევიზიით გადაიცემოდა.

 

„ასეთი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და, მით უმეტეს, გამარჯვება საქართველოსთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც მიმართულია სუფთა ენერგოტექნოლოგიების განვითარებისკენ, ერთი მხრივ, გვაძლევს სტიმულს, და გვავალდებულებს გავაკეთოთ უფრო მეტი ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით.“ - გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი.

 

პროექტი „ენერგო ავტობუსი“  ბრითიშ პეტროლიუმისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/ვინროკის საერთო ძალისხმევის შედეგია, რომელსაც ახორციელებს პროექტ „ნათელის“ ქვეკონტრაქტორი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი“. ენერგო ავტობუსი მოგზაურობს ქვეყნის მასშტაბით და ემსახურება  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. პროექტი წარმოადგენს მობილურ გამოფენას, სადაც წარმოდგენილია მცირე მასშტაბის ენერგოეფექტური აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები, ბროშურები და საინფორმაციო ბიულეტენები, რომელთა მეშვეობით ხდება მოსახლეობის ინფორმირება განახლებადი ენერგიის/ენერგოეფექტურობის უპირატესობებისა და მომწოდებელებისა და ფინანსური არჩევანის შესახებ.

 

ბოლო სიახლეები
 

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2012 წლის 13 თებერვლიდან 8 მარტამდე ენერგო ავტობუსმა იმოგზაურა ხონის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებში.

პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.

ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.