სიახლეები
 
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე. 
გადაცემის სტუმრებმა და წამყვანება ისაუბრეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მოსახლეობას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს რა ღონისძიებები შეიძლება ჩაატარონ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ენერგოეფექტურობის მისაღწევად. 
6 დეკემბრის "შუა დღის" დასრულების შემდეგ -ვინროკ ჯორჯიამ- მნიშვნელოვანი გამოხმაურება მიიღო მაყურებლებისგან - მოქალაქეები სატელეფონო ზარების და ინტერნეტის მეშვეობით ცდილობდნენ მეტი შეეტყოთ საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ. ყველას, ვინც ამ თხოვნით -ვინროკ ჯორჯიას- დაუკავშირდა გადაეცათ/გადაეგზავნათ ორგანიზაციის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები/ბროშურები ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ.  

ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.