<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/news/quotsua-drequot-energoefqturobis-sesaxeb</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე. გადაცემის სტუმრებმა და წამყვანება ისაუბრეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მოსახლეობას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს რა ღონისძიებები შეიძლება ჩაატარონ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ენერგოეფექტურობის მისაღწევად. 6 დეკემბრის "შუა დღის" დასრულების შემდეგ -ვინროკ ჯორჯიამ- მნიშვნელოვანი გამოხმაურება მიიღო მაყურებლებისგან - მოქალაქეები სატელეფონო ზარების და ინტერნეტის მეშვეობით ცდილობდნენ მეტი შეეტყოთ საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ. ყველას, ვინც ამ თხოვნით -ვინროკ ჯორჯიას- დაუკავშირდა გადაეცათ/გადაეგზავნათ ორგანიზაციის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები/ბროშურები ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ.  </text></channel></rss>
