სიახლეები
 

პროექტ „ნათელი 1“-ის - II კომპონენტის ფარგლებში - ენერგოეფექტურობა სამოქალაქო სექტორსა და უმაღლესი განათლების სასწავლებლებში - პროექტი თანამშრომლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან; კერძოდ, პროექტმა დააფინანსა სტუ-ს VIII კორპუსში მდებარე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიისთვის ენერგოეფექტური გამათბობელი სისტემების შესყიდვა. აღნიშნული ლაბორატორიის ფუნქციონირება მიზნად ისახავს ენერგეტიკოსების მომზადებას, მათი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევები ამაღლებას.  

 

სასწავლო–კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა ოთხი მხარის საერთო ძალისხმევით: საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოყო ფართი და 4,706 აშშ დოლარის ღირებულების მზის კოლექტორები შეიძინა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ USAID/NATELI გამოყო 8,706 აშშ დოლარი ჰაერი-წყლის ურთიერთტუმბოს, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელების, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორის და მისი ნაწილების, პანელური გამათბობელი რადიატორების და  სხვა სამონტაჟო მასალების შესასყიდად და სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის მიერ გამოყოფილი 11,765 აშშ დოლარით სტუ-ს კუთვნილ ფართში სარემონტო და განახლების სამუშაოები ჩატარდა. ავსტრიულმა კოპმანიამ HERZ Armaturen–მა სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას უსასყიდლო გრანტის სახით გადასცა 49,000 აშშ დოლარის (35,000 ევრო) ღირებულების სტენდი, ხოლო 2,118 აშშ დოლარის საბაჟო გადასახადის სტუ-ს მიერ იქნა გადახდილი.

 

2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნი დიმიტრი შაშკინი და სტუ-ს რექტორი, ბ-ნი არჩილ ფრანგიშვილი. ახალი ლაბორატორია შეიქმნა ენერგეტიკოსებისა და ენერგო პროფილის სპეციალისტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და აღიჭურვა მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, თბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორით და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით. 

 

„ეს ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და მიზნად ისახავს სტუდენტების და ენერგო პროფილის სპეციალისტების მხარდაჭერას უნარ-ჩვევების ამაღლებისა და ახალი ტექნოლოგიების მართვაში“ - გიორგი გიორგობიანი, პროექტ Winrock/NATELI  ხელმძღვანელის მოადგილე.

 

სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება შეისწავლონ ისეთი გასათბობი-სავენტილაციო სქემები, როგორებიცაა მზის ენერგიაზე მომუშავე მაღალი ეფექტურობის კოლექტორები, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელები, წყლის გამაცხელებელი ქვაბი და მათი ენერგოეფექტურობის ინდიკატორები. სტუდენტების გარდა, ლაბორატორიაში ჩატარებული სწავლება ენერგო და სამშენებლო სექტორების წარმომადგენლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. უფრო მეტიც, ლაბორატორია მაღალი ხარისხის საინჟინრო ცოდნისა და გამოცდილების ცენტრის  შესაძლებლობას შექმნის და ამავდროულად ხელს შუწყობს საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის გაზრდას ენერგეტიკის სფეროში განათლების, ცოდნის გაუმჯობესების და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხში.

 

„ეს ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და  კომპანია Herz-ის დახმარებით ასეთი ლაბორატორიები შეიქმნა ენერგო სექტორში. ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ძალზედ მნიშვნელოვანი განშტოებაა და ენერგო საკითხების შესწავლა ენერგო სექტორში ინჟინრების დასაქმებას ნიშნავს“ -  დიმიტრი შაშკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

 

„ჩვენი სტუდენტები შეძლებენ ახალი ტექნოლოგიების მართვას. ინჟინერთა გუნდი პროფესიულ უნარ-ჩვევებს აიმაღლებს და მომავალში შეძლებს ისეთი სტანდარტების დაკმაყოფილებას, როგორიც, მაგალითად, საერთაშორისო კომპანია „Herz“-ს გააჩნია“ - არჩილ ფრანგიშვილი, სტუ რექტორი.

ბოლო სიახლეები
 

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2012 წლის 13 თებერვლიდან 8 მარტამდე ენერგო ავტობუსმა იმოგზაურა ხონის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებში.

პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.

ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.