პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების
გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები
ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა
მიმდინარე წლის 20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა
აშშ-ის სადოქტორო პროგრამების სტრუქტურის გაცნობა ისეთ საკითხებში, როგორებიც არის
‘ენერგეტიკა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა’ და ‘ელექტრული და ენერგეტიკული საინჟინრო
საქმიანობა’.
სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა
და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’ ჩაატარა პროექტ ‘ნათელი-II’-ის ექსპერტმა განათლების
საკითხებში, აშშ-ის მეტროპოლიტენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჰამედ
ნეჟადმა.
თბილისში ჩატარებულ სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, გრ.რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის
საერთაშორისო სკოლის, საქართველოს ენერგეტიკისა
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა
და საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის
წარმომადგენლები. ქუთაისში გამართულ სემინარს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
პრფესორმა ნეჟადმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:
- აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურა
- სადოქტორო დისერტაციის დაცვის პროცესი
- ენერგეტიკის სფეროში არსებული სადოქტორო პროგრამები
- სადოქტორო პროგრამები ელექტრულ/ენერგო საინჟინრო საკითხებში
- სადოქტორო პროგრამა - პრაქტიკული რჩევები სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის
სემინარის მეორე ნაწილში, ექსპერტმა გამართა დისკუსია საქართველოში სადოქტორო პროგრამების განითარების საკითხში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

