სიახლეები
 

ჯანდაცვის სექტორში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების დიდი ინტერესის გათვალისწინებით პროექტმა „ნათელი“ 2011 წლის 28-29 ივლისს ჩაატარა სემინარი თემაზე: „მწვანე საავადმყოფო და საავადმყოფოს ენერგომენეჯმენტი“. ორდღიანი სემინარი შემუშავებულ იქნა საქართველოს ჰოსპიტალიური სექტორისთვის, რომელსაც საავადმყოფოებისა და სადაზღვევო კომპანიების მესაკუთრეები და მენეჯერები დაესწრნენ. ღონისძიება ჩატარდა სამშენებლო კომპანია „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ ოფისში, რომელიც ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენების წახალისებას ახორციელებს. სემინარის მიზანი იყო დამსწრეთათვის ენერგოეფექტურობის არსის, შენობაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების, საავადმყოფიების მართვისა და საინვერსიტიციო შესაძლებლობების გაცნობა.

 

სემინარის „მწვანე საავადმყოფო და საავდმყოფოს ენერგომენეჯმენტი“ ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შენობებში ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ლიდერობის ფუნქციებზე, ენერგოეფექტურობის სტრატეგიულ დაგეგმვაზე, საავადმყოფოს ნარჩენებსა და ინფექციური ნარჩენების მართვასა და  რეალობაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების გზებზე.  

 

სემინარს უძღვებოდა პროექტ „ნათელი“-ს ხელმძღვანელი ქალბატონი ინგა ფხალაძე. ძირთადი პრეზენტაციებით დამსწრეთა წინაშე წარსდგა ბატონი ბრიუ ჩანდლერი, „გალოვეი კონსალტინგის“  დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხელძღვანელობის მოვალეობები ენერგოეფექტურობის სტრატეგიული დაგეგმარების დროს, მწვანე სტანდარტი, მიწოდების ჯაჭვის გავლენა ენერგო ეფექტურობაზე, არქიტექტორთა როლზე და ენერგო ეფექტურობის მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ზემოაღნიშნულის გარდა სემინარზე შემდეგი საკითხები იქნა განხილული:

  • ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა. მონაწილეები გაეცნენ ენერგოეფექტურობის არსს, ენერგოეფექტური ღონისძიებების მნიშვნელობას, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რითაც შესაძლებელია ქვეყნის ენერგორესურსების დაზოგვა. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნენ კომერციული და ინდუსტრიული დაწესებულებების ენერგო აუდიტირების  მაგალითებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეკანმა ბ-მა გია არაბიძემ  ისაუბრა საქართველოს მზის, ქარის, თბური და ბიომასის ენერგო რესურსებზე.
  • ენერგოეფექტური შენობა. როგორც აღინიშნა, სემინარი გაიმართა ახალი ტექნოლოგიების ცენტრში, სადაც ცენტრის დირექტორმა ბ-მა ზაალ ხელაძემ პრეზენტაციის დროს შენობის ვირტუალური ჩვენება წარმოადგინა. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს.
  • ენერგო აუდიტი და ენერგო პასპორტი:  პროექტ „ნათელი“-ს ფარგლებში განხორციელდა  ენერგო აუდიტების და ენერგო პასპორტების მომზადება „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის“ მიერ მიერშერჩეულ საავადმყოფოებში და კლინიკებში. ცენტრის დირექტორმა, კარინა მელიქაძემ  დამსწრეებს წარუდგინა რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომლებიც პროექტ „ნათელი“-ს ფარგლებში ჩატარებული ენერგოაუდიტების და ენერგოპასპორტების საფუძველზე იქნა მიღებული.  
  • ენერგოეფექტურობა საავადმყოფოებში. პროექტ „ნათელი“-ს ფარგლებში მომზადდა შერჩეული კლინიკებისა და საავადმყოფოების ენერგო პასპორტები  საქართველოს მასშტაბით. მათ შორისაა უჯრედული თერაპიისა და ტექნოლოგიის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელმა გიორგი ლოლაძემ  ისაუბრა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე.

 

ბოლო სიახლეები
 

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2012 წლის 13 თებერვლიდან 8 მარტამდე ენერგო ავტობუსმა იმოგზაურა ხონის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებში.

პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.

ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.