თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.
პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის 20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

