პროექტები
 
ენერგეტიკის განვითარება სოფლად

2005-2009 წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაციამ ვინროკ საქართველო წარმატებით განახორციელა პროექტი "ენერგეტიკის განვითარება სოფლად". პროექტის ძირითადი მიზანი იყო ელექტროენერგიის მომარაგების ზრდა ელექტროენერგიის ქსელთან მიერთებულ და მაღალმთიან რეგიონებში; ელეტროენერგიის ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირება და ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვის კონცეფციის დანერგვა და განვითარება. 


თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განათების ინიციატივა (NATELI 1)

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI) იყო ორწლიანი პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის საშუალებების სტიმულირება. პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ ვინროკ საქართველო 
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. 

პროექტი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს როგორებიც არის ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა საყოფაცხოვრებო სექტორსა და საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში; ენერგოეფექტური ინტერვენციების პროგრამები საავადმყოფოებსა და საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში; ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების სტრატეგია საავადმყოფოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის; ენერგოავტობუსი - ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განხლებადი ენერგიის მოდელების მობილური საგამოფენო საშუალება.


თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განათების ინიციატივა (NATELI 2)

პროექტი "ნათელი 2" მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

სუფთა ენერგეტიკა სოფლად: საქართველოს მთავრობის უზრუნველყოფა ეფექტური გეგმით კერძო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების სუფთა და მისაწვდომი ენერგიით მომარაგება, ამასთან განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით სოფლად არსებული ელექტროფიკაციის პრობლემატიკის გადაწყვეტა.


ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება ენერგეტიკის სფეროში: ამ კომპონენტში შემავალი  ღონისძიებები ხელს შეუწყობს ენერგეტიკის ანალიზს, საპილოტე პროექტების განხორციელებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის. 


ენერგოავტობუსიენერგო ავტობუსი წარმოადგენს NATELI I_ის პროექტის გაგრძელებას, რომელიც განხორციელდა ბრიტითიშ პეტროლეუმის (BP) და აშშ საერთაშოფრისო განვითარების სააგენტოს (USAID)/Winrock International-ის მხარდაჭერით.



 



 
ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.