<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/projects</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>ენერგეტიკის განვითარება სოფლად2005-2009 წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაციამ ვინროკ საქართველო წარმატებით განახორციელა პროექტი "ენერგეტიკის განვითარება სოფლად". პროექტის ძირითადი მიზანი იყო ელექტროენერგიის მომარაგების ზრდა ელექტროენერგიის ქსელთან მიერთებულ და მაღალმთიან რეგიონებში; ელეტროენერგიის ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირება და ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვის კონცეფციის დანერგვა და განვითარება. თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განათების ინიციატივა (NATELI 1)თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI) იყო ორწლიანი პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის საშუალებების სტიმულირება. პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ ვინროკ საქართველო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს როგორებიც არის ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა საყოფაცხოვრებო სექტორსა და საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში; ენერგოეფექტური ინტერვენციების პროგრამები საავადმყოფოებსა და საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში; ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების სტრატეგია საავადმყოფოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის; ენერგოავტობუსი - ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განხლებადი ენერგიის მოდელების მობილური საგამოფენო საშუალება.თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განათების ინიციატივა (NATELI 2)პროექტი "ნათელი 2" მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:სუფთა ენერგეტიკა სოფლად: საქართველოს მთავრობის უზრუნველყოფა ეფექტური გეგმით კერძო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების სუფთა და მისაწვდომი ენერგიით მომარაგება, ამასთან განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით სოფლად არსებული ელექტროფიკაციის პრობლემატიკის გადაწყვეტა.ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება ენერგეტიკის სფეროში: ამ კომპონენტში შემავალი  ღონისძიებები ხელს შეუწყობს ენერგეტიკის ანალიზს, საპილოტე პროექტების განხორციელებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის. 
ენერგოავტობუსი: ენერგო ავტობუსი წარმოადგენს NATELI I_ის პროექტის გაგრძელებას, რომელიც განხორციელდა ბრიტითიშ პეტროლეუმის (BP) და აშშ საერთაშოფრისო განვითარების სააგენტოს (USAID)/Winrock International-ის მხარდაჭერით.
  </text></channel></rss>
