მიმდინარე პროექტები
http://www.winrock.ge/ge/projects/ongoing
ამ კომპონენტის მიზანია საქართველოს მთავრობის უზრუნველყოფა ეფექტური გეგმით კერძო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების სუფთა და მისაწვდომი ენერგიით მომარაგება, ამასთან განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით სოფლად არსებული ელექტროფიკაციის პრობლემატიკის გადაწყვეტა. პროექტი ორიენტირებული იქნება სოფლებზე, რაც მოიცავს მდგრადი მცირე ჰიდრო ენერგო სადგურების (ახალი ან/და რეაბილიტირებული), ბიომასის და ბიოგაზის, მზის, ქარის და/ან ჰიბრიდული ენერგო სისტემების დაპროექტებას და შემდგომ მონტაჟს; ადგილობრივი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შემუშავებასა და მონტაჟს და ამ დანადგარების შენარჩუნებას, საწარმოო განვითარების და ფინანსური სერვისების წახალისებას.
ამ კომპონენტში შემავალი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ენერგეტიკის ანალიზს, საპილოტე პროექტების განხორციელებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის.
ენერგო ავტობუსი წარმოადგენს NATELI I_ის პროექტის გაგრძელებას, რომელიც განხორციელდა ბრიტითიშ პეტროლეუმის (BP) და აშშ საერთაშოფრისო განვითარების სააგენტოს (USAID)/Winrock International-ის მხარდაჭერით.
