ენერგო ავტობუსი
 

ენერგო ავტობუსი წარმოადგენს NATELI I_ის პროექტის გაგრძელებას, რომელიც განხორციელდა ბრიტითიშ პეტროლეუმის (BP) და აშშ საერთაშოფრისო განვითარების სააგენტოს (USAID)/Winrock International-ის მხარდაჭერით.



ენერგო ავტობუსი არის მობილური შოურუმი, რომელშიც განთავსებულია მცირე მაშტების ენერგო ეფექტური ხელსაწყოები, სამშენებლო მასალები, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი საინფორმაციო მასლები, ასევე ინფორმაცია მიმწოდებლების და ზოგ შემთხვევაში ფინანსური შესაძლებლობების შესახებ.


საქართველოში ენერგო ავტობუსის  პროექტის განხორციელება დაიწყო 2008 წელს ვინროკ საქართველოს კონტრაქტორი ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ. პროექტის მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ბრითიშ პეტროლიუმი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ვინროკ საქართველო. მას შემდეგ რაც ეუთომ დატოვა ქვეყანა, ენერგო ავტობუსის მხარდაჭერას ახორციელებს ბრითიშ პეტროლიუმი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი ნათელი ვინროკის ხელმძღვანელობით.


2011 წლის 25 ნოემბერს პროექტმა მიიღო ფონდ "ენერჯი გლობის" სერტიფიკატი ეროვნული ენერგოეფექტური პროექტების ნომინაციაში.

ბოლო სიახლეები
 

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2012 წლის 13 თებერვლიდან 8 მარტამდე ენერგო ავტობუსმა იმოგზაურა ხონის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებში.

პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.

ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.