ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება ენერგეტიკის სფეროში
 

ამ კომპონენტში შემავალი  ღონისძიებები ხელს შეუწყობს ენერგეტიკის ანალიზს, საპილოტე პროექტების განხორციელებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის. ამ კომპონენტში გთვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების და უნივერსიტეტების  ქვე-გრანტების გაცემა იმისათვის, რომ მათ შეაგროვონ ენერგეტიკული ანალიზისათვის საჭირო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის მონაცემები და ჩაატარონ კვლევები, რომელთა შემდეგაც განხორციელდება საპილოტე პროექტები. ჩატარდება სემინარები და სიმპოზიუმები სხვადასხვა ენერგეტიკულ თემებზე. სემინარის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, დისკუსიებისთვის მომზადება და ზეგავლენის მოხდენა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მედიაზე.


პროექტით გათვალისწინებულია ენერგეტიკულ განათლების ხელშეწყობა სამაგისტრო და პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამების დონეზე, რათა ჩამოყალიბდეს კვალიფიციური ადამიანური რესურსები ენერგეტიკის სფეროში.


პროექტით ასევე გათვალისწინებულია მაგისტრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულებისათვის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ხელშეწყობა. 

ბოლო სიახლეები
 

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე და იწვევს გამოცდილ რეჟისორებს ან/და საპროდიუსერო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2012 წლის 13 თებერვლიდან 8 მარტამდე ენერგო ავტობუსმა იმოგზაურა ხონის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებში.

პროექტის 'თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა/NATELI 2’ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 საკონკურსო განაცხადი. შერჩეული განაცხადების ოცეული გადავიდა საგრანტო პროგრამების განხილვის შემდეგ ეტაპზე.

ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.