ამ კომპონენტის
მიზანია საქართველოს მთავრობის უზრუნველყოფა ეფექტური გეგმით კერძო სექტორში არსებული
პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების სუფთა
და მისაწვდომი ენერგიით მომარაგება, ამასთან განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით
სოფლად არსებული ელექტროფიკაციის პრობლემატიკის გადაწყვეტა. პროექტი ორიენტირებული
იქნება სოფლებზე, რაც მოიცავს მდგრადი მცირე ჰიდრო ენერგო სადგურების (ახალი ან/და
რეაბილიტირებული), ბიომასის და ბიოგაზის, მზის, ქარის და/ან ჰიბრიდული ენერგო სისტემების
დაპროექტებას და შემდგომ მონტაჟს; ადგილობრივი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შემუშავებასა
და მონტაჟს და ამ დანადგარების შენარჩუნებას, საწარმოო განვითარების და ფინანსური სერვისების წახალისებას.
სოფლად ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის და განათლების
სექტორში გაუმჯობესების მისაღწევად (დენის, გათბობის, ტელეკომუნიკაციის, ინფორმაციული
ტექნოლოგიის და ა.შ.), სოფლის მეურნეობაში (სარწყავი სისტემები, ტრასპორტირება, შენახვა,
გადამუშავება და ა.შ) და სნეულებებთან გამკლავებაში (გაგრილება, განათება, სტერილიზაცია,
ტრანსპორტირება და ა.შ) ენერგეტიკა გადამწყვეტი
ფაქტორია. მოშორებით მდებარე სოფლებში ენერგომიწოდების ნაკლებობა ადამიანების ჯანმრთელობასა
და განვითარებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. უფრო მეტიც, ენერგიის ნაკლებობა
ახდენს რა მნიშვნელოვან ზეგავლენას მცირე მეწარმეთა წარმოების შესაძლებლობაზე, სოფლად
ეკონომიკურ ზრდას ამცირებს. აგრეთვე ცხადია,
რომ გასათბობად, განათებისთვის და საჭმლის მოსამზადებლად, ხე-ტყისა და ნავთის გამოყენება
თუნდაც სოფლის დასახლებებში ხელს უწყობს სათბური გაზების გამოყოფას. ამავე დროს, სოფლებში
მაცხოვრებელი მოსახლეობის ორიენტირი ხე-ტყეზე, როგორც ენერგიის წყაროზე გამონაბოლქვთან
გამკლავების შესაძლებლობას უფრო მეტად ამცირებს.
კომპონენტი სუფთა ენერგეტიკა სოფლად თითოეული თემის ენერგო
საჭიროებების შესაბამისად განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებს ეკონომიკური და მდგრადობის
კუთხით შეაფასებს და ამავდროულად ენერგო მიწოდების
საკითხში თითოეულ თემს რეკომენდაციათა მთელი პაკეტით უზრუნველყოფს. პროექტი მის მიერ
შემუშავებულ განახლებად ენერგო რეკომენდაციებს რამდენიმე სოფელში განახორციელებს, რომლის
მიზანია განხორციელებული შეფასების სანდოობის
და რეკომენდაციების წარმატებულობის
პოტენციალის შემოწმება.
პროექტის მიზანია მცირე მოცულობის განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენების სტიმულირება საქართველოს სოფლებში. ამ მიზნით, პროექტი განახლებადი ენერგიის სხვადასხვა ვარიანტების მდგრადი ხელმისაწვდომობისთვის ელექტროენერგიის გარეშე მყოფ მიზნობრივ სოფლებს ერთგვარი გზამკვლევით უზრუნველყოფს, რამდენიმე საპილოტე გზამკვლევის განხორციელებით მოახდენს ამ უკანასკნელთა სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირებას და ადგილობრივი სუფთა ენერგო ტექნოლოგიების მწარმოებელთა მხარდაჭერით, მას საქართველოს სოფლების მაცხოვრებლებისთვის უფრო მისაღებ ვარიანტად აქცევს.

