ნათელი
 
თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განათების ინიციატივა (NATELI) იყო ორწლიანი პროექტი, რომელიც განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. "ნათელი" იყო პროექტის "ენერგეტიკის განვითარება სოფლად" რომელიც წარმატებით განახორციელა ვინროკ ინტერნეშენალმა 2009-2011 წლებში. პროექტის მიზანი იყო ენერგოეფექტურობისა და, გარკვეულწილად, განახლებადი ენერგიის პოპულარიზაცია საქართველოში. პროექტის მიზანი იყო ენერგოეფექტურობის აქტუალიზაცია ქართულ საზოგადოებაში და ბიზნეს სექტორში იმისათვის, რომ შექმნილიკო ფინანსური, ტექნიკური და ოპერატიული ჩარჩოები ენერგოეფექტური პროექტების განსახორციელებად. პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს მსხვილი ენერგომომხმარებლების - საავადმყოფოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებაში, რამაც შედეგად გამოიწვია ენერგომოხმარების და შესაბამისად, ხარჯების შემცირება. ეს საქმიანობა ასევე მოიცავდა საზოგადოებასთან ურთიერთობების და გარემოსდაცვით ღონისძიებებს.


 
პროექტ "ნათელის" ძირითადი მიზანი იყო:

  • მსხვილი დაწესებულებების ხელშეწყობა ენერგომოხმარების შემცირებაში - განსაკუთრებული აქცენტით საავადმყოფოებზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდა:ენერგოაუდიტები; ფინანსური ხარჯებისა და მოგების ანალიზები; განსაზღვრულ ფარგლებში საავადმყოფოების ხელშეწყობა  ენერგომოხმარების მართვაში; ტრენინგები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მათი ენერგომოხმარების მართვაში; ენერგოეფექტური ღონისძიებებით მიღებული შედეგების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება; დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა.
  • საპილოტე პროექტების ხელშეწყობა საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის მიზნით. პროექტი თანამშრომლობდა თბილისის მერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანგობებთან. გარდა ამისა, პროექტი თანამშრომლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმისათვის, რომ ენერგოეფექტურობის თემატიკა შეტანილი ყოფილიყო სასწავლო გეგმაში და ასევე უნივერსიტეტის ზოგიერთ კორპუსში ენერგოეფექტური მოდიფიკაციების განხორციელების მიზნით.
  • ენერგოავტობუსის მხარდაჭერა ბრითიშ პეტროლეუმთან თანამშრომლობით. ენერგოავტობუსმა იმოგზაურა საქართველოს რეგიონებში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტის მიღწევები ორწლიანი საქმიანობის შედეგად:

  • ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ღონისძიებების ხელშეწყობა საქართველოში;
  • ენერგოეფექტური პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური მექანიზმების განსაზღვრა;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის და ენერგოაუდიტის სასწავლო გეგმის ჩამოყალიბებაში  და ენერგოეფექტური ლაბორატორიის აღჭურვაში;
  • ენერგოაუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამის ჩამოყალიბება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით;
  • ენერგოაუდიტები შერჩეული საავადმყოფოებისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის და ტექნიკური უნვერსიტეტის კორპუსებისთვის;
  • გარემოსდაცვითი შეფასებები;
  • ენერგოავტობუსის ოპერირება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.  

 

 


 
 
ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.