<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/projects/previous/nateli</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განათების ინიციატივა (NATELI) იყო ორწლიანი პროექტი, რომელიც განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. "ნათელი" იყო პროექტის "ენერგეტიკის განვითარება სოფლად" რომელიც წარმატებით განახორციელა ვინროკ ინტერნეშენალმა 2009-2011 წლებში. პროექტის მიზანი იყო ენერგოეფექტურობისა და, გარკვეულწილად, განახლებადი ენერგიის პოპულარიზაცია საქართველოში. პროექტის მიზანი იყო ენერგოეფექტურობის აქტუალიზაცია ქართულ საზოგადოებაში და ბიზნეს სექტორში იმისათვის, რომ შექმნილიკო ფინანსური, ტექნიკური და ოპერატიული ჩარჩოები ენერგოეფექტური პროექტების განსახორციელებად. პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს მსხვილი ენერგომომხმარებლების - საავადმყოფოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებაში, რამაც შედეგად გამოიწვია ენერგომოხმარების და შესაბამისად, ხარჯების შემცირება. ეს საქმიანობა ასევე მოიცავდა საზოგადოებასთან ურთიერთობების და გარემოსდაცვით ღონისძიებებს.  პროექტ "ნათელის" ძირითადი მიზანი იყო:


მსხვილი დაწესებულებების ხელშეწყობა ენერგომოხმარების შემცირებაში - განსაკუთრებული აქცენტით საავადმყოფოებზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდა:ენერგოაუდიტები; ფინანსური ხარჯებისა და მოგების ანალიზები; განსაზღვრულ ფარგლებში საავადმყოფოების ხელშეწყობა  ენერგომოხმარების მართვაში; ტრენინგები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მათი ენერგომოხმარების მართვაში; ენერგოეფექტური ღონისძიებებით მიღებული შედეგების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება; დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა.
საპილოტე პროექტების ხელშეწყობა საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის მიზნით. პროექტი თანამშრომლობდა თბილისის მერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანგობებთან. გარდა ამისა, პროექტი თანამშრომლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმისათვის, რომ ენერგოეფექტურობის თემატიკა შეტანილი ყოფილიყო სასწავლო გეგმაში და ასევე უნივერსიტეტის ზოგიერთ კორპუსში ენერგოეფექტური მოდიფიკაციების განხორციელების მიზნით.
ენერგოავტობუსის მხარდაჭერა ბრითიშ პეტროლეუმთან თანამშრომლობით. ენერგოავტობუსმა იმოგზაურა საქართველოს რეგიონებში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტის მიღწევები ორწლიანი საქმიანობის შედეგად:

ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ღონისძიებების ხელშეწყობა საქართველოში;
ენერგოეფექტური პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური მექანიზმების განსაზღვრა;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის და ენერგოაუდიტის სასწავლო გეგმის ჩამოყალიბებაში
 და ენერგოეფექტური ლაბორატორიის აღჭურვაში;
ენერგოაუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამის ჩამოყალიბება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით;
ენერგოაუდიტები შერჩეული საავადმყოფოებისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის და ტექნიკური უნვერსიტეტის კორპუსებისთვის;
გარემოსდაცვითი შეფასებები;
ენერგოავტობუსის ოპერირება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.  

 
 



  

</text></channel></rss>
