ენერგო ავტობუსი
 
2008 წელს, საქართველოში, ბრითიშ პეტროლიუმის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით “ენერგო ავტობუსის” პროექტის განხორციელება  დაიწყო ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ.  მას შემდეგ რაც ეუთომ ქვეყანა დატოვა, “ენერგო ავტობუსის” პროექტი ბრითიშ პეტროლიუმისა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული და ვინროკ ინტერნეიშალის მიერ განხორციელებული პროექტის “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განათების ინიციატივა”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. “ენრგოავტობუსის” პროექტის განახლებისა და წარმართვისთვის, ენერგოეფექტურობის ცენტრი ორივე მხარის მიერ დაფინანსდა.  ცენტრი ამ პროექტს 2008 წლიდან წარმატებულად ახორციელებს.


პროექტ ”ენერგო ავტობუსის” მიზანია:

  • ცნობიერების ამაღლება საქართველოს მოსახლეობაში ენერგომოხმარების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ, და
  • განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდების გზით, ასევე რენტაბელურობისა და გარემოს დაცვის თვლსაზრისით გამართლებული მეთოდების მოძიებაში დახმარების გაწევის გზით.


2011 წლის 25 ნოემბერს პროექტმა მიიღო ფონდ "ენერჯი გლობის" სერტიფიკატი ეროვნული ენერგოეფექტური პროექტების ნომინაციაში.

ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.