<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/projects/previous/nateli/environmental-protection</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია ენერგოეფექტური ღონისძიებების
განხორციელებაზე უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტექნიკური
უნივერსიტეტის კორპუსების ენერგოაუდიტი. ჩატარებული ენერგოაუდიტების საფუძველზე მოხდა
უნივერსიტეტში განათებისა და გათბობის სისტემების განახლება. შედეგად, ტექნიკური უნივერსიტეტი
დაზოგავს წელიწადში 15,242 ლარს ენერგიაზე და მოიხმარს 102,366 კვტ.სთ-ით ნაკლებ ელექტროენერგიას.
ახალ მოწყობილობასთან ერთად ტექნიკურმა უნივერსიტეტმა &ldquo;ნათელი&rdquo; პროექტისაგან მიიღო
სახელმძღვანელო, რომლის საშუალებით უნივერსიტეტი თავად შეძლებს ენერგოაუდიტების ჩატარებას
მომავალში. 
აღდგენილი ლაბორატორიის
საზეიმო გახსნის ცერემონია ჩატარდა 2011 წლის 21 იანვარს. გასნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
მოადგილე, ქ-ნ მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ
ფრანგიშვილი,
ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების პროგრამის წარმომადგენლები. 
2011 წლის მარტში სტუ-ში
გაიხსნა ენერგოეფექტური სატესტო  მოწყობილობებით
აღჭურვილ ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორიას, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ ელჩი
საქართველოში, ჯონ ბასი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ქ-ნ ნათია მიქელაძე
და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს და პროექტის &ldquo;ნათელი&rdquo; წარმომადგენლები. 

აღნიშნული საქმიანობის
ფარგლებში პროექტმა  &ldquo;ნათელი&rdquo; საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტს გადასცა $39,977 აშშ. დოლარის ღირებულების ენერგოეფექტურობის სატესტო
მოწყობილობა, რომელიც მოიცავს: თერმული გაჟონვების საზომ მოწყობილობას, ციფრულ სტრობოსკოპს,
ტემპერატურისა და ტენიანობის საზომს, CO2-ის
გაჟონვის იდენტიფიკატორს, და ა.შ.  
პროექტ &ldquo;ნათელის&rdquo; დახმარებით
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მფლობელობაში
არსებული ენერგოეფექტურობის სატესტო მოწყობილობა საერთო ღირებულებით $5,307 აშშ. დოლარი
და პროგრამის ენერგეტიკის განვითარება სოფლად ფარგლებში შეძენილი გაზის ანალიზატორი
&ldquo;ტესტო&rdquo;, საერთო ღირებულებით $4,034 აშშ. დოლარი. 
ამ ხელსაწყოების გადაცემის
შედეგად საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორია
მთლიანად იქნება აღჭურვილი იმ ტექნოლოგიებით, რაც სტუ-ს პროფესორებს და სტუდენტებს
შეუქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ჩაატარონ ენერგოაუდიტები და მაღალ პროფესიულ დონეზე
განსაზღვრონ, თუ რომელი ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა არის ეკონომიკურად მომგებიანი.
 
 
2011 წლის 11 ოქტომბერს,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსში კიდევ ერთი -განახლებადი ენერგიის
ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია, რომელიც სტუდენტების, პროფესორების და  ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტების საერთაშორისო
სტანდატებით მომზადებისთვისაა განკუთვნილი, აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე
წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, თბური
ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორით და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური
სისტემით.   
განახლებადი ენერგიის
სასწავლო&ndash;კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული
კოპმანია HERZ Armaturen&ndash;ის, აშშ&ndash;ს საერთაშორისო განვთარების საააგენტოსა (USAID) და საქართველოს
საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა,
რომელიც კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, დამონტაჟდა ავსტრიელი,
უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ.  
ლაბორატორიაში მიღებული
კვლევის შედეგები შექმნის გამოცდილების ბაზას საქართველოში ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად
ეფექტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებისათვის.
 </text></channel></rss>
