ჰოსპიტალური სექტორი
ნათელის ფარგლებში სხდასხვა საავადმყოფოებისათვის ენერგოპასპორტები და ენერგოაუდიტები მოზადდა 

პროექტ -ნათელის-  დაინტერესებული საავადმყოფოები და სადაზღვევო კომპანიები გამოეხმაურნენ პროექტში ჩართვის სურვილით. პირველ ეტაპზე -ნათელის- ფარგლებში მხოლოდ ექვსი საავადმყოფო შეირჩა და მათვის ენერგოაუდიტები და ენერგოპასპორტები მომზადდა, რომელიც 2010 წლის დეკემბრისთვის დასრულდა. თუმცა, ამ პროექტში მონაწილეობის მსურველთა ინტერესი და რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც USAID-მა გადაწყვიტა -ნათელის- ამ კომპონენტის გავრცობა და საბოლოო ჯამში თექვსმეტმა საავადმყოფომ მიიღო პროექტში მონაწილეობა.
პროექტის ქვე-კონტრაქტორმა მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრმა (SDAP) თოთხმეტი საავადმყოფოსთვის მოამზადა ენერგოაუდიტი და ენერგოპასპორტი. ამასთან, მომზადდა დანახარჯებისა და მოგების ანალიზი. ეს თოთქმეტი საავადმყოფო საქართველოს სხვდასხვა რეგიონშია განთავსებული.
საავადმყოფოების სია, რომლებსაც გაეწიათ დახმარება:

      ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
      ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი

      წმ. იოაკიმი და ანას სახელობის სამშობიარო სახლი
      GPI HOLDING-ის ოთხი საავადმყოფო: სტეფანწმინდა, ბაკურიანი,   
      დუშეთი და საგარეჯო.                                    
      IC Group-ის ოთხი საავადმყოფო: მესტია, ცაგერი, ხაშური და ონი.


ენერგოაუდიტის მეშვეობით საავადმყოფოების მფლობელებს/მენეჯმენტს გადაეცათ რეკომენდაციები ენეროეფექტური ღონისძიებების შესახებ და მათი განხორციელების სავარაუდო საინვესტიციო ბიუჯეტი, დანახარჯების-მოგების ანალიზი და ამოგების პერიოდის გათვლები.  ენერგოეფექტური ღონისძიებები კონკრეტული შენობის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ძირიტადად მოიცავს კედლების, ჭერის, იატაკის და სახურავის დათბუნებას; ახალი ორმაგი ფანჯრების დამონტაჟებას, უწყვეტი დენის წყაროს ბლოკის და თანამედროვე განათების სისტემების (ეკონომიური ,ფლორესცენტული ნათურები დაყენებას; თანამედროვე გათბობის სისტემების დამონტაჟებას - მზის ენერგიით გამომუშავებული ცხელი წყალის სისტემა და ა.შ.
სხვდასხვა ჰოსპიტალებისთვის ენერგოეფექტურობისთვის საჭირო ინვესტიცია 12,258 ლარიდან 1,214592 ლარამდე მერყეობს, რაც საბოლოო ჯამში 67,572 კვტ-იდან 1,507037კვტ-მდე ენერგიის დანაზოგია. ეს კი თანხობრივად 10,222-დან 128358 ლარამდე სახსრების დანაზოგია ყოველწლიურად.
ამოგების პერიოდი სხვადასხვა საავადმყოფოსათვის 1.2-დან 9.4 წლამდეა. თუ თერთმეტივე საავადმყოფოში ენერგოაუდიტის მიხედვით წარმოდგენილი რეკომენდაციები გათვალიწინებული იქნება, შესაძლებელი იქნება 3,984896 კვტ-ის (403149 ლარი) ყოველწლიურად დაზოგვა. ამასთან, CO2-ის ემისიები 1,685 ტონით ნაკლები იქნება ყოველწელს.

ენერგოპასპორტები მშენებლობის დაწყებამდე მზადდება - საწყის ეტაპზე შენობის დაპროექტება იმგვარადაა შესაძელებელი, რომ ნაგებობას უფრო მაღალი თბოდაცვითი დონე ჰქონდეს.

ამ სამუშაოების მიზანია, შენობის ექსტერიერული კომპონენტების ოპტიმალური თერმული წინააღმდეობის განსაზღვრა.  შენობის გეომეტრიის ინტეგრირებული შეფასება განხორციელდა შენობის ექსტერიერულ მახასიათებლებთან ერთობლიობაში:  კედლები:, ფანჯრები/კარები,  იატაკი და გადახურვის სისტემები.

თითოეული ექსტერიერული  ნაწილის თბური  მახასიათებლის რეკომენდაცია და  ენერგომოხმარების შეფასება  ენერგოპასპორტზე დაყრდნობით შემუშავდა.  შენობების თბური მახასიათებლების  დანახარჯებისა და მოგების ანალიზი, ისევე როგორც ეკონომიკური გაანგარიშება ანგარიშებზე დაყრდნობით მომზადდა.  თოთოეული შენობისთვის აგრეთვე მომზადდა სერტიფიკაციის შედეგები, რომლებიც ენერგო პასპორტის ელექტრონულ პროგრამას დაეყრდნო.  

-ნათელის- ფარგლებში ენერგოპასპორტები შემდეგი საავადმყოფოებისათვის მომზადდა:

უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი.

ირაოს ხუთი საავადმყოფო: ზესტაფონი, თეთრიწყარო, მარნეული, გარდაბანი და ჭიათურა.

GPI HOLDING-ის სამი საავადმყოფო: თიანეთი, ბორჯომი და გურჯაანი.

IC GROUP-ის 2 საავადმყოფო ბოლნისსა და დმანისში.

 

 

თუ ზემოთ ჩამოთვლილი თეთრმეტივე საავადმყოფო გაითვალისწინებს ენერგოპასპორტში აღწერილ რეკომენდაციებს, შესაძელებელი გახდება 1,618455 კვტ-ის (89, 187 ლარი) დაზოგვა ყოველწლიურად. ამასთან, რეკომენდაციების გათვალისწინება შესაძლებელს გახდის მათ მიერ CO2 ემისიების 329.45 ტონით შემცირებას ყოველ წელს.

ყველა ენერგოპასპორტი და ენერგოაუდიტი საკუთარ თავში მოიცავას განსახორციელებელი ღონისძიებებისა და გამოსაყენებელი ტექნოლოგიების დანახარჯებისა და მოგების ანალიზს. ენერგოპასპორტებისა და ენერგოაუდიტების ანგარიში გადაეცათ კლინიკებს, რათა მათ შეძლონ ამ რეკომენდაციების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინება.


2010 წლის სექტემებერში, -ნათელის- ფარგლებში უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრისათვის ენერგოპასპორტი მომზადდა. ამ ენერგოპასპორტზე დაყრდნობით 2011 წლის მარტში ცენტრისათვის გრანტის გამოიყო, რომელმაც 19,945 აშშ დოლარი შეადგინა. ეს თანხა უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის შენობაში თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემების დამონტაჟებას მოხმარდა.
-ნათელიმ- ენერგოეფქტური განათების სისტემების დასამონტაჟებლად გრანტები გამოყო შემდეგი კლინიკებისთვისაც: ირაოს მარნეულის კლინიკა, ჯო ენის სახელიბის სამედიცინო ცენტრი, GPI Holding-ის თიანეთის კლინიკა და წმ. იოაკიმისა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი. 

ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.