<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/projects/previous/nateli/hospitaluri-seqtori</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>პროექტ
-ნათელის-  დაინტერესებული საავადმყოფოები
და სადაზღვევო კომპანიები გამოეხმაურნენ პროექტში ჩართვის სურვილით. პირველ ეტაპზე
-ნათელის- ფარგლებში მხოლოდ ექვსი საავადმყოფო შეირჩა და მათვის ენერგოაუდიტები და
ენერგოპასპორტები მომზადდა, რომელიც 2010 წლის დეკემბრისთვის დასრულდა. თუმცა, ამ
პროექტში მონაწილეობის მსურველთა ინტერესი და რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რის
გამოც USAID-მა
გადაწყვიტა -ნათელის- ამ კომპონენტის გავრცობა და საბოლოო ჯამში თექვსმეტმა
საავადმყოფომ მიიღო პროექტში მონაწილეობა. 
პროექტის ქვე-კონტრაქტორმა მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრმა (SDAP)
თოთხმეტი საავადმყოფოსთვის მოამზადა ენერგოაუდიტი და ენერგოპასპორტი. ამასთან,
მომზადდა დანახარჯებისა და მოგების ანალიზი. ეს თოთქმეტი საავადმყოფო საქართველოს
სხვდასხვა რეგიონშია განთავსებული. 
საავადმყოფოების სია, რომლებსაც
გაეწიათ დახმარება: 

      ღუდუშაურის
სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
      ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი
      წმ.
იოაკიმი და ანას სახელობის სამშობიარო სახლი
      GPI
HOLDING-ის ოთხი საავადმყოფო: სტეფანწმინდა, ბაკურიანი,    
      დუშეთი და საგარეჯო.                                     
      IC Group-ის ოთხი საავადმყოფო: მესტია,
ცაგერი, ხაშური და ონი.



ენერგოაუდიტის
მეშვეობით საავადმყოფოების მფლობელებს/მენეჯმენტს გადაეცათ რეკომენდაციები
ენეროეფექტური ღონისძიებების შესახებ და მათი განხორციელების სავარაუდო
საინვესტიციო ბიუჯეტი, დანახარჯების-მოგების ანალიზი და ამოგების პერიოდის
გათვლები.  ენერგოეფექტური ღონისძიებები
კონკრეტული შენობის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ძირიტადად მოიცავს კედლების,
ჭერის, იატაკის და სახურავის დათბუნებას; ახალი ორმაგი ფანჯრების დამონტაჟებას,
უწყვეტი დენის წყაროს ბლოკის და თანამედროვე განათების სისტემების (ეკონომიური
,ფლორესცენტული ნათურები დაყენებას; თანამედროვე გათბობის სისტემების დამონტაჟებას
- მზის ენერგიით გამომუშავებული ცხელი წყალის სისტემა და ა.შ. 
სხვდასხვა ჰოსპიტალებისთვის ენერგოეფექტურობისთვის საჭირო ინვესტიცია 12,258
ლარიდან 1,214592 ლარამდე მერყეობს, რაც საბოლოო ჯამში 67,572 კვტ-იდან
1,507037კვტ-მდე ენერგიის დანაზოგია. ეს კი თანხობრივად 10,222-დან 128358 ლარამდე
სახსრების დანაზოგია ყოველწლიურად. 
ამოგების პერიოდი სხვადასხვა საავადმყოფოსათვის 1.2-დან 9.4 წლამდეა. თუ
თერთმეტივე საავადმყოფოში ენერგოაუდიტის მიხედვით წარმოდგენილი რეკომენდაციები
გათვალიწინებული იქნება, შესაძლებელი იქნება 3,984896 კვტ-ის (403149 ლარი)
ყოველწლიურად დაზოგვა. ამასთან, CO2-ის ემისიები 1,685 ტონით ნაკლები იქნება
ყოველწელს. 
ენერგოპასპორტები
მშენებლობის დაწყებამდე მზადდება - საწყის ეტაპზე შენობის დაპროექტება იმგვარადაა
შესაძელებელი, რომ ნაგებობას უფრო მაღალი თბოდაცვითი დონე ჰქონდეს. 
ამ
სამუშაოების მიზანია, შენობის ექსტერიერული კომპონენტების ოპტიმალური თერმული
წინააღმდეობის განსაზღვრა.  შენობის
გეომეტრიის ინტეგრირებული შეფასება განხორციელდა შენობის ექსტერიერულ
მახასიათებლებთან ერთობლიობაში:  კედლები:,
ფანჯრები/კარები,  იატაკი და გადახურვის
სისტემები.
თითოეული
ექსტერიერული  ნაწილის თბური  მახასიათებლის რეკომენდაცია და  ენერგომოხმარების შეფასება  ენერგოპასპორტზე დაყრდნობით შემუშავდა.  შენობების თბური მახასიათებლების  დანახარჯებისა და მოგების ანალიზი, ისევე
როგორც ეკონომიკური გაანგარიშება ანგარიშებზე დაყრდნობით მომზადდა.  თოთოეული შენობისთვის აგრეთვე მომზადდა
სერტიფიკაციის შედეგები, რომლებიც ენერგო პასპორტის ელექტრონულ პროგრამას
დაეყრდნო.  

-ნათელის- ფარგლებში ენერგოპასპორტები შემდეგი საავადმყოფოებისათვის მომზადდა: 

უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი. 

ირაოს ხუთი საავადმყოფო: ზესტაფონი, თეთრიწყარო, მარნეული, გარდაბანი და ჭიათურა. 

GPI HOLDING-ის სამი საავადმყოფო: თიანეთი,
ბორჯომი და გურჯაანი. 

IC GROUP-ის 2 საავადმყოფო ბოლნისსა და
დმანისში. 
 
 
თუ
ზემოთ ჩამოთვლილი თეთრმეტივე საავადმყოფო გაითვალისწინებს ენერგოპასპორტში აღწერილ
რეკომენდაციებს, შესაძელებელი გახდება 1,618455 კვტ-ის (89, 187 ლარი) დაზოგვა
ყოველწლიურად. ამასთან, რეკომენდაციების გათვალისწინება შესაძლებელს გახდის მათ
მიერ CO2 ემისიების
329.45 ტონით შემცირებას ყოველ წელს. 
ყველა
ენერგოპასპორტი და ენერგოაუდიტი საკუთარ თავში მოიცავას განსახორციელებელი
ღონისძიებებისა და გამოსაყენებელი ტექნოლოგიების დანახარჯებისა და მოგების
ანალიზს. ენერგოპასპორტებისა და ენერგოაუდიტების ანგარიში გადაეცათ კლინიკებს,
რათა მათ შეძლონ ამ რეკომენდაციების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესში
გათვალისწინება. 

2010 წლის სექტემებერში, -ნათელის-
ფარგლებში უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრისათვის ენერგოპასპორტი
მომზადდა. ამ ენერგოპასპორტზე დაყრდნობით 2011 წლის მარტში ცენტრისათვის გრანტის
გამოიყო, რომელმაც 19,945 აშშ დოლარი შეადგინა. ეს თანხა უჯრედული ტექნოლოგიებისა
და თერაპიის ცენტრის შენობაში თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემების
დამონტაჟებას მოხმარდა. 
-ნათელიმ- ენერგოეფქტური განათების სისტემების დასამონტაჟებლად გრანტები გამოყო
შემდეგი კლინიკებისთვისაც: ირაოს მარნეულის კლინიკა, ჯო ენის სახელიბის სამედიცინო
ცენტრი, GPI Holding-ის თიანეთის კლინიკა და წმ. იოაკიმისა
და ანას სახელობის სამშობიარო სახლი. </text></channel></rss>
