<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/projects/previous/nateli/residential-condominiums-and-apartment-buildings</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>პროექტ
&bdquo;ნათელი 1&ldquo;-ის ფარგლებში მომზადდა ენერგოპასპორტები და ენერგოაუდიტები შერჩეული მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლებისთვის. ამ ანგარიშების საფუძველზე შემუშვდა შემდეგი
რეკომენდაციები:


მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლის საერთო მოხმარების ფართზე ენერგოდანაკარგი საკმაოდ მაღალია და
საჭიროებს განსაკუთრებული ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას;
უსაფრთხოებისა
და კომფორტის მოთხოვნები მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების საერთო მოხმარების
ფართზე უმეტეს შემთხვევაში იგნორირებულია, მაგალითად, ლიფტი, რომელიც უსაფრთხოების
ნორმებს არ აკმაყოფილებს, ბნელი სადარბაზო და არაორგანიზებული სივრცე;
ინფორმაციის
და გამოცდილების გავრცელება/გაზიარება სახლების მაცხოვრებელთა შორის საკმაოდ
სუსტია. საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები
ამ სფეროს საუკეთესო გამოცდილებების შესახებ; 
უახლოეს
წლებში თბილისის ლიფტებს დასჭირდება კაპიტალური შეკეთება ან გამოცვლა;
ენერგოაუდიტმა
გამოავლინა  თბილისის ტიპიურ მრავალბინიანი
საცხოვრებელი შენობების საერთო მოხმარების ფართზე ენერგოდაზოგვის დიდი პოტენციალი;
დეტალური
ენერგოაუდიტის ანგარიში შესაბამისად, პროექტმა შეძლო ენერგოეფექტური ინტერვენციების
ოპტიმიზაცია და მათი რენტაბელურობის შეფასება

განათების
სისტემის შეცვლით შესაძლებელია მნიშვნელოვანი სარგებელის მიღება მინიმალური
ინვესტიციით. ენერგოეფექტურ ღონისძიებებს შორის ეს ყველაზე მაღალ ამოგებას უზრუნველყოფს.
რეკომენდირებულია:

სადარბაზოების განათების სისტემის
     აღდგენა
ფლუროცენტული და სენსორული
     განათების მონტაჟი - ეკონომიკურად ეფექტური ღონისძიებები
სადარბაზოების განათების წესრიგში
     მოყვანა ელ. წრედიდან
სადარბაზოების განათებისა და ლიფტის
     გადასახადის შეგროვება

 

დათბუნება

აუდიტმა
ცხადყო, რომ სადარბაზოს შესასვლელების, საკიბურებისა და საერთო სარგებლობის
დერეფნების დათბუნება წარმოადგენს მაღალი პოტენციალის მქონე ენეგროეფექტურ
ღონისძიებას. ხელმისაწვდომი ინვესტიციებით ჩატარებული  დათბუნების ღონისძიებები თბური დანაკარგების
შემცირების საგრძნობ პოტენციალს უზრუნველყოფს. ყოველივე ეს ზრდის კომფორტს და
ამასთან, ბინებიდან თბურ დანაკარგებს ამცირებს.
ეს ღონისძიება ხელს უწყობს როგორც ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას.

ლიფტების
მოდერნიზაცია

 ლიფტების
უმეტესობის ტექნიკური მდგომარეობა სავალალოა და მათი მუშაობა საფრთხის შემცველია.

რეკომენდირებულია, რომ  უასფრთხოებისა და მომავალში ტექნიკური
პრობლემის თვიდან აცილების მიზნით, 
ქალაქში ჩატარდეს არსებული მოძველებული ლიფტების შემოწმება. სიხშირით
რეგულირებადი მართვის სისტემების დამაონტაჟების საშუალებით ლიფტების განახლება
წარმოადგენს ყველაზე ნაკლებ მომგებიან ენერგო ეფექტურ ღონისძიებას. ზემოთ ხსენებულ
ღონისძიება ხასიათდება გრძელვადიანი ამოგების პერიოდით და არესბულ ვარიანტებს
შორის მიჩნეულია ყველაზე არასასურველად. 
მიუხედავათ ამისა, ლიფტების კაპიტალური რემონტის ჩატარების შემთხვევაში, ეს ღონისძიება პრიორიტეტად  უნდა იყოს მიჩნეული, როგორც ლიფტების
ეფექტურობისა და ასევე მათი ექსპლუატაციის გახანგრძლივებისათვის. იმ შემთხვევაში
თუ  ამ სახის ღონისძიებები განხორციელებული
იქნება ბევრ შენობაში, შესაძლებელია მიღწეული იყოს ფართო მაშტაბის ეკონომია.

 


</text></channel></rss>
