პროგრამა „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“
ვინროკ ინტერნეიშენელის მიერ განხორციელებული პროგრამა „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ იყო ოთხწლიან პროექტი (2005-2009), რომელიც მიზნად ისახავდა მცირე ჰესების და სხვა განახლებადი ენერგიის ძირითადი მარეგულირებელი, ტექნიკური, ფინანსური და საოპერაციო შენობა-ნაგებობების გაგანვითარება/ჩამოყალიბებას. პროგრამამ განახორციელა სუფთა, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში. ტექნიკურმა დახმარებამ და ტრენინგებმა ხელი შეუწყო მცირე ჰესების რეაბილიტაციას, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეის პოპულარიზაციას და სტიმულირებას, ჰიდრო ელექტრო სადგურების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საქართველოს ენერგო სექტორის ქმედითუნარიანობის გაძლიერებას.
პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“:
- ელექტროსისტემის ქსელში მიერთებული და ენერგიის გარეშე დარჩენილ სოფლებში ელექტრო ენერგიის მიწოდების ზრდა;
- პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ხელსაყრელი ფინანსური გარემოს შექმნა მდგრადი მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურისათვის;
- ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების მართვის სისტემის გაუმჯობესება;
- განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურ სფეროში ქვეყნის ქმედითუნარიანობის შექმნა;
- ქვეყნის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურესების მართვასა და დაგეგმვაში; და
- ამ მიზნების მხარდასაჭერად კამპანიის განხორციელება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.
პროგრამამ „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ შემოგვთავაზა შემდეგი საკითხების ერთობლიობა:
- ბაზრის განვითარების ინტერვენციები და ადგილობრივი, განახლებადი წყაროებიდან გაზრდილი ენერგო მომარაგებისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს ხელშეწყობა;
- მხარდაჭერა რეგიონალური დამოუკიდებელი ენერგო მწარმოებლების დაფინანსებისათვის ხელმისაწვდომი საკრედიტო შესაძლებლობების ჩამოყალიბების საკითხში; და
- შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი სამოქმედო გეგმის შექმნას ენერგო მომმარაგებელი სადგურების საიმედო კომერციული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

