გადამშის მცირე ჰიდრო ელექტრო
სადგური პირველი ობიექტია,
სადაც აშშ-ის განვითარების სააგენტოს გრანტი გაიცა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება
განხორციელდა. ის წარმოადგენს პროგრამის “ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ პირველად განხორციელებულ
პროექტს, რომელიც ორიენტირებული იყო მოშორებულ ზონებში არსებული სოფლებისთვის ენერგომიწოდების
გაზრდაზე. 16 წლის განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლები, რომლებსაც ძირითადად ოსური უმცირესობა
წარმოადგენს ელექტროენერგიის, სატელეფონო კომუნიკაციისა თუ სატელევიზიო/რადიო მაუწყებლობის
გარეშე ცხოვრობდნენ. ორი მცირე 9კვ პიკური სიმძლავრის ჰიდრო ელექტრო გენერატორი მდინარე
სონტარულას გასწვრივ იქნა დამონტაჟებული. ამ პროექტის შედეგად მიღებული ელოქტორენერგია
17 ოჯახს მიეწოდება და განათებისთვის თუ საბაზისო
საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის საკმარისია.

