კაბალი
კაბალის მცირე ჰესის რეაბილიტაციის პროექტი 

კაბალის  მცირე ჰესის შენობა, რომელიც 1950 წ.წ. აშენდა, ხოლო მისი პრივატიზირება 1990 წ.წ. განხორციელდა, პროგრამის პარტნიორად 2006 წელს შეირჩა. პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“  დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, სადგურის გამომუშავების სიმძლავრე გაიზარდა 1 მეგავატით და 500კვტ-დან 1,5 მეგა ვატამდე გაიზარდა, რითაც წლიური გამომუშავების ზრდამ შეადგინა 8.25 მილიონი კვტსთ. რეაბილიტირებული სადგური მომავალ წლებში დაახლოებით 1.16 მილიონი დოლარის ელექტროენერგიის გენერაციას მოახდენს. ჰიდროელექტრო სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესყიდვა რეგიონალური კახეთის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ ხორციელდება.
 

პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  •  ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
  • ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებდა 290,000აშშ დოლარის 15% კრედიტის აღებას  5 წლის ვადით
  • მშენებლობის მართვის გეგმებისა და ობიექტზე სამუშაოების დახმარების შემუშავება
  • გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმის დასრულება, რის შედეგადაც აუცილებელი გარემოსდაცვითი და სამშენებლო უფლებების მიღების მოპოვება განხორციელდება
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 160,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა
  • მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა 


პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:

  • ტიროლის ტიპის წყამიმღების რეაბილიტაცია
  • წყალმიმღების სტრუქტურის რეაბილიტაცია
  • სალექარისა და წყალსაშვის შეკეთება
  • მდინარის კალაპოტის გაწმენდა ზედა და ქვედა შეტბორვის ზონებში
  • სადაწნეო მილსადენის დაზიანებული უბნების შეკეთება(1100 მეტრი)
  • სადაწნეო ავზის შეკეთება
  • სათავე ნაგებობების გზის რეაბილიტაცია
  • სამი ტურბინა გენერატორისა და მათი მართვის სისტემების რეაბილიტაცია
  • ჰესის შენობის გაუმჯობესება
  • 10კვ  სადისტრიბუციო დანადგარების კაპიტალური
  • სააკუმულატოროსა  და ვენტილაციის აღდგენა

შედეგები:

  • კაბალის მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 1 მეგავატით 5000კვ-დან 1,5 მეგავატამდე 
  • ჰიდრო ელექტრო სადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე  და ამასთან  საქართველოში მცირე ჰესის განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.


ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.