<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?><rss version="2.0"><channel><title></title><link>http://www.winrock.ge/ge/projects/previous/rep/kabali</link><Date>19 მაისი, 2012</Date><text>კაბალის  მცირე ჰესის შენობა, რომელიც 1950 წ.წ. აშენდა,
ხოლო მისი პრივატიზირება 1990 წ.წ. განხორციელდა, პროგრამის პარტნიორად 2006 წელს
შეირჩა. პროექტის &bdquo;ენერგეტიკის განვითარება სოფლად&ldquo;  დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, სადგურის
გამომუშავების სიმძლავრე გაიზარდა 1 მეგავატით და 500კვტ-დან 1,5 მეგა ვატამდე გაიზარდა,
რითაც წლიური გამომუშავების ზრდამ შეადგინა 8.25 მილიონი კვტსთ. რეაბილიტირებული სადგური მომავალ წლებში
დაახლოებით 1.16 მილიონი დოლარის ელექტროენერგიის გენერაციას მოახდენს. ჰიდროელექტრო
სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესყიდვა რეგიონალური კახეთის ელექტროენერგიის
გამანაწილებელი კომპანიის მიერ ხორციელდება. 
პროექტის &bdquo;ენერგეტიკის განვითარება სოფლად&ldquo; დახმარება
მოიცავდა: 

 ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთების მომზადება
პროექტის
ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
ბიზნეს-გეგმის
შემუშავება, რაც ითვალისწინებდა 290,000აშშ დოლარის 15% კრედიტის აღებას  5 წლის ვადით
მშენებლობის
მართვის გეგმებისა და ობიექტზე სამუშაოების დახმარების შემუშავება
გარემოსდაცვითი
მენეჯმენტის გეგმის დასრულება, რის შედეგადაც აუცილებელი გარემოსდაცვითი და სამშენებლო
უფლებების მიღების მოპოვება განხორციელდება
აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს 160,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა
მართვის და
ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა 

პროექტის ფარგლებში ჩატარებული
ღონისძიებები:

ტიროლის
ტიპის წყამიმღების რეაბილიტაცია
წყალმიმღების
სტრუქტურის რეაბილიტაცია
სალექარისა
და წყალსაშვის შეკეთება
მდინარის
კალაპოტის გაწმენდა ზედა და ქვედა შეტბორვის ზონებში
სადაწნეო
მილსადენის დაზიანებული უბნების შეკეთება(1100 მეტრი)
სადაწნეო
ავზის შეკეთება
სათავე
ნაგებობების გზის რეაბილიტაცია
სამი
ტურბინა გენერატორისა და მათი მართვის სისტემების რეაბილიტაცია
ჰესის
შენობის გაუმჯობესება
10კვ  სადისტრიბუციო დანადგარების კაპიტალური
სააკუმულატოროსა  და ვენტილაციის აღდგენა


შედეგები:

კაბალის
მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 1 მეგავატით 5000კვ-დან
1,5 მეგავატამდე  
ჰიდრო ელექტრო
სადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ
პირობებზე  და ამასთან  საქართველოში მცირე ჰესის განვითარების
ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.



</text></channel></rss>
