კახარეთი
მცირე ჰესის რეაბილიტაცია და ბიოდანადგარების მშენებლობა 

კახარეთის მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური 1950-იან წლებში აშენდა და 1957 წლიდან დაიწყო ოპერირება. ამ ჰესის მშენებლობის თავდაპირველ მიზანს, გარშემო მდებარე სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და ამასთანავე რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა წარმოადგენდა. პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, სადგურის გამომუშავების სიმძლავრე 0კვ დან 2,080კვ-მდე, ხოლო წლის განმავლობაში გენერაცია 10,840 მილიონი კვტსთ-ით გაიზრდება. რეაბილიტაციის პროექტი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 1.17 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგიის შემოსავლების გენერაციას უზრუნველყოფს. რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ ესკო - საქართველოს დამოუკიდებელი ბაზრის ოპერატორი - და რამდენიმე პოტენციური ადგილობრივი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო, როგორც პირდაპირი მომხმარებლები სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეიძენენ.


პროგრამის „ ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
  • ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებდა 520,000აშშ დოლარის 15% კრედიტის აღებას  5 წლის ვადით
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 148,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა
  • მშენებლობის მართვის გეგმებისა და ობიექტზე სამუშაოების დახმარების შემუშავება
  • გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმის დასრულება
  • მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა 


პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:

  • ტიროლის ტიპის წყამიმღების რეაბილიტაცია
  • წყალმიმღების სტრუქტურის რეაბილიტაცია
  • სალექარისა და წყალსაშვის შეკეთება
  • მდინარის კალაპოტის გაწმენდა ზედა და ქვედა შეტბორვის ზონებში
  • სადაწნეო მილსადენის დაზიანებული უბნების შეკეთება(5300 მეტრი)
  • დაზიანებული კარიბჭის შეკეთება
  • სათავე ნაგებობების გზის რეაბილიტაცია
  • ორი ტურბინა გენერატორისა და მათი მართვის სისტემების რეაბილიტაცია
  • ჰესის შენობის გაუმჯობესება
  • სააკუმულატოროსა და ვენტილაციის აღდგენა 

შედეგები

  • კახარეთის მცირე ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა  0კვ-დან 2,08 მეგავატამდე
    ჰიდროელექტროსადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე  და ამასთან  საქართველოში მცირე ჰიდროელექტორსადგურების განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი



2008 წელს კახარეთში, კერძოდ ბატონი გვარამაძისა და ბატონი ბოჭორიშვილის  ფერმებში  ორი ბიოდანადგარის მშენებლობა დაიწყო. თითოეულ მათგანს საკუთრებაში გააჩნია 4 ძროხა, 8 ღორი  და ცხვარი, რამაც მათ მისცა საშუალება  თითოეული ფერმის ტერიტორიაზე 6მ3  ბიოდანადგარი აეშენებინათ, რომელიც ყოველდღიურად 1-დან 1,5მ3  გამოყენებად აირს გამოიმუშავებს. მიღებული აირი გამოიყენება საჭმლის და რძის პროდუქტების დასამზადებლად. ფერმერები გადამუშავების პროცესის შედეგად დარჩენილ  წივას  სასუქად მოიხმარენ, ბოსტნეულისა თუ ხილისთვის მოსაყვანად.

პროგრამის „ ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • 4000 აშშ დოლარის გრანტის გამოყოფა (სამშენებლო ღირებულების 80%) - ტექნიკური დახმარების სახით,  ორი ბიოდანადგარის მშენებლობისა და  ტესტირების მიზნით
  • ბიოდანადგარების მშენებლობის ღირებულების 20% დაფარულ იქნა თავად ფერმერების  მიერ გაწეული  უსასყიდლო სამუშაოს სახით.   
     
 პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:
  • პროგრამამ „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ ბიოდანადგარების მუშაობას გაუწია ხელმძღვანელობა და მონიტორინგი და ამასთან შეაგროვა მონაცემები დანადგარის სამუშაო ვარგისიანობისა და ეფექტურობის შესასწავლად.

 

შედეგები:

  • ბიოდანადგარების მშენებლობამ გააუმჯობესა ფერმერთა ოჯახების ცხოვრების პირობები და ამასთან  სოფლის სხვა მაცხვრებლებს  ნათლად უჩვენა ამ ღონისძიების რეალური სარგებელი
  • ოჯახების მიერ თხევად აირზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა
  • წივის გამოყენებით  სათბური გაზების გამოყოფა შემცირდა
  • ბოსტენულისა და ხილის მოყვანისთვის  ბუნებრივი არა-ქიმიური სასუქის წარმოება

 

ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.