ხისო
http://www.winrock.ge/ge/projects/previous/rep/khiso

კეხმორის მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყო 2008 წელს. ამ ჰესის მშენებლობის მიზანს წარმოადგენდა ხისოს და  გარშემო  მდებარე სოფლების ელექტროენერგიით  უზრუნველყოფა, რომლებსაც ბოლო 15 წლის მანძილზე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. გარდა ამისა, ჰესის მშენებლობა რაიონში ტურიზმისა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.  პროგრამა „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ და პროგრამა „დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარების სააგენტო“ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით  სადგური გამოიმუშავებს 80კვტსთ-მდე. 

პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
  • სამუშაო გეგმის და ღონისძიებების განრიგის შემუშავება
  • მშენებლობის მართვის გეგმებისა და ობიექტზე სამუშაოების დახმარების შემუშავება
  • გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმის დასრულება.
  •  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 86,640.69 აშშ დოლარის გრანტით უზრუნველყოფა
  • მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა 


პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:

  •  ორი ტურბინა გენერატორის დანადგარის შეძენა
  • მართვის სისტემის შეძენა
  • წყალმიმღების სტრუქტურის მშენებლობა
  • სადაწნეო  მილსადენის  მშენებლობა და მონტაჟი (520მ)
  • კარიბჭის  მონტაჟი
  • სათავო ნაგებობების გზის მშენებლობა
  • ჰესის შენობის მშენებლობა
  • სწრაფმდენის მშენებლობა


შედეგები:

  • კეხმორის მცირე ჰესის დადგმული სიმძლავრე 80კვ
  • ჰიდროელექტროსადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია  თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე  ისევე, როგორც რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებას სტიმულირება და მოსახლეობას მაღალმთიან მხარეში სრული წლის განმავლობაში ცხოვრების შესაძლებლობა მისცა