ლოპოტა
ლოპოტას მცირე ჰესის მშენებლობის პროექტი 

ლოპოტას მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობა დაიწყო 2003 წელს  და დასრულდა 2009 წელს. ამ ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა გარშემო მდებარე სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და ამასთანავე რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა. დღეს, როდესაც საქართველოს უმეტესი ნაწილი ერთიანი ეროვნული ენერგოსისტემის ნაწილს წარმოადგენს, ესკო-ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორი - და რამდენიმე პოტენციური ადგილობრივი საწარმოები როგორც პირდაპირი მომხმარებლები ელექტროენერგიას სადგურიდანვე შეიძენენ. პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“  დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, სადგურის გამომუშავების სიმძლავრე ნულიდან 2,000კვტ-მდე გაიზარდა, რითაც ყოველწლიურად ენერგოსისტემას 12,823 მილიონ კვტს უზრუნველყოფს. რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წლებში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარის ელექტრომოგებას მოიტანს.


 პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება;
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებადა 333,000აშშ დოლარის 14% საბანკო სესხის აღებას 5 წლის ვადით;
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 152,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა;
  • მშენებლობის მართვის გეგმებისა და ობიექტზე  სამუშაოების დახმარების შემუშავება;
  • გარემოსდაცვითი მართვის გეგმის შემუშავების დასრულება;
  • მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა;
  • ელექტრო-მექანიკური აღჭურვილობის შერჩევისა და შესყიდვის საკითხში დახმარების გაწევა;
  • ეშშ-სა და ესკო-ს  შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენა;
  • საქართველოს ელექტრო სისტემის მხრიდან ერთიან ენერგო სისტემასთან მიერთების  უფლების მიღების საკითხში მხარდაჭრის აღმოჩენა.


პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:

  • გამყვანი არხისა და სწრაფმდენის მშენებლობა     
  • სადაწნეო მილსადენის რეაბილიტაცია
  • შვიდგზის გადამკვეთის მშენებლობა
  • სათავე ნაგებობისა და წყალმიმღები კონსტრუქციის რეაბილიტაცია
  • ორი გენერატორის დანადგარის რეაბილიტაცია
  • ახალი მართვის სისტემისა  და ელ.გამანაწილებელი მოწყობილობების მონტაჟი
  • ჰესის შენობის რეაბილიტაცია
  • მიერთებისა დ გენერაციის ლიცენზიების მოპოვება
  • მრიცხველებისა და გამზომი ხელსაწყოების შეძენა და მონტაჟი


შედეგები:

  • ლოპოტას მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა ნულიდან 2,000კვტ-მდე
  • ჰიდროელექტროსადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე  და ამასთან  საქართველოში მცირე ჰიდროელექტორსადგურების განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.
ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.