ლოპოტას მცირე ჰიდრო
ელექტრო სადგურის
მშენებლობა დაიწყო 2003 წელს და დასრულდა
2009 წელს. ამ ჰიდრო ელექტრო
სადგურის მშენებლობის თავდაპირველ
მიზანს წარმოადგენდა გარშემო მდებარე სოფლების ელექტროენერგიით
უზრუნველყოფა და ამასთანავე რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა. დღეს,
როდესაც საქართველოს უმეტესი ნაწილი ერთიანი ეროვნული ენერგოსისტემის ნაწილს წარმოადგენს,
ესკო-ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორი - და რამდენიმე პოტენციური ადგილობრივი
საწარმოები როგორც პირდაპირი მომხმარებლები ელექტროენერგიას სადგურიდანვე შეიძენენ.
პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“
დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, სადგურის გამომუშავების სიმძლავრე ნულიდან
2,000კვტ-მდე გაიზარდა, რითაც ყოველწლიურად ენერგოსისტემას 12,823 მილიონ კვტს უზრუნველყოფს.
რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წლებში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარის ელექტრომოგებას
მოიტანს.
პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება;
- პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
- ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებადა 333,000აშშ დოლარის 14% საბანკო სესხის აღებას 5 წლის ვადით;
- აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 152,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა;
- მშენებლობის მართვის გეგმებისა და ობიექტზე სამუშაოების დახმარების შემუშავება;
- გარემოსდაცვითი მართვის გეგმის შემუშავების დასრულება;
- მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა;
- ელექტრო-მექანიკური აღჭურვილობის შერჩევისა და შესყიდვის საკითხში დახმარების გაწევა;
- ეშშ-სა და ესკო-ს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენა;
- საქართველოს
ელექტრო სისტემის მხრიდან ერთიან ენერგო სისტემასთან მიერთების უფლების მიღების საკითხში მხარდაჭრის აღმოჩენა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:
- გამყვანი არხისა და სწრაფმდენის მშენებლობა
- სადაწნეო მილსადენის რეაბილიტაცია
- შვიდგზის გადამკვეთის მშენებლობა
- სათავე ნაგებობისა და წყალმიმღები კონსტრუქციის რეაბილიტაცია
- ორი გენერატორის დანადგარის რეაბილიტაცია
- ახალი მართვის სისტემისა და ელ.გამანაწილებელი მოწყობილობების მონტაჟი
- ჰესის შენობის რეაბილიტაცია
- მიერთებისა დ გენერაციის ლიცენზიების მოპოვება
- მრიცხველებისა
და გამზომი ხელსაწყოების შეძენა და მონტაჟი
შედეგები:
- ლოპოტას მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა ნულიდან 2,000კვტ-მდე
- ჰიდროელექტროსადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე და ამასთან საქართველოში მცირე ჰიდროელექტორსადგურების განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.
