მისაქციელი
http://www.winrock.ge/ge/projects/previous/rep/misaktsieli

მისაქციელის მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური  აშენდა 1964 წელს.  ეს მცირე ჰიდროე ლექტრო სადგური შპს „ენტო“ -ს საკუთრებაა და იმართება ამავე  შპს-ს მიერ. მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური ლამი-მისაქციელის მთავარი სარწყავი არხიდან ღებულობს წყალს. სათავე ნაგებობები მდებარეობს სოფელ ბულაჩაურთან, მდინარე არაგვეზე. ჰესი სარწყავ არხს 70 მეტრიანი სადაწნეო მილსადენის საშუალებით უერთდება. სარწყავ არხსა და ჰიდრო ელექტრო სადგურს შორის არსებული ვერტიკალური ვარდა 52 მეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო პროექტის საშუალებით გამომუშავების სიმძლავრე 1,900კვტ-დან 2,600კვტ-მდე გაიზრდება. გამომუშავებული ენერგია შესყიდულ იქნა ენერგო-პროს, საქართველოს ელექტროკავშირის (ადგილობრივი სატელეფონო კავშირგაბმულობის კომპანია) და ახლად შექმნილი ლუდის მწარმოებელი ქარხანა „ნატახტარის“ მიერ. 

მისაქციელის მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური მომავალ წლებში დაახლოებით 1.4 მილიონი დოლარის ელექტრო მოგებას მოიტანს.

პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
  • ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებდა 320,000აშშ დოლარის 15% საბანკო სესხის აღებას 5 წლის ვადით
  • მშენებლობის მართვის გეგმებისა და ობიექტზე სამუშაოების დახმარების შემუშავება
  • გარემოსდაცვითი მართვის გეგმის შემუშავების დასრულება
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 150,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა
  • მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა 
     

პროექტის ფარგლებში ჩატარებული  ღონისძიებები:

  • ჰესის მშენებლობა
  • წყალმიმღები სტრიქტურის რეაბილიტაცია
  • ტურბინისა და გენერატორის დანადგარის შეკეთება1
  • ტურბინისა და გენერატორის დანადგარის სრული რეაბილიტაცია
  • სადაწნეო მილსადენის დაზიანებული უბნების შეკეთება
  • მართვის სისტემის სრული შეცვლა
  • 35კვ დამაკავშირებელის რეაბილიტაცია
  • სააკუმულატოროსა  და ვენტილაციის აღდგენა

შედეგები:

  • მისაქციელის  მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა  700 კვტ  2,600კვტ-მდე
  • ჰიდროელექტროსადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე  და ამასთან  საქართველოში მცირე ჰიდროელექტორსადგურების განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.