ნაოზა
ბიოდანადგარის მშენებლობის პროექტი 

დიმიტრი მუზაშვილის კუთვნილ ფერმაში მინა-ბამბის პოლიმერის ბიო-დანადგარის მშენებლობა 2007 წლის სექტემბერში დაიწყო.  მუზაშვილს ფერმაში ჰყავს 4 ძროხა, 8 ღორი და 20 გოჭი, რაც აძლევს მას საშუალებას ფერმის ტერიტორიაზე 6მ3 ბიო-დანადგარი ააშენოს, რომელიც 1-დან 1,5მ3-მდე გამოსაყენებელ მეტანის აირს გამოიმუშავებს. ოჯახი აირს საჭმლის მოსამზადებლად და რძის პროდუქტების წარმოებისთვის იყენებს. ბიოლოგიური წარმოშობის სასუქს, რომელიც ბიოდანადგარის გადამამუშავებელი პროცესის შედეგად მიიღება ფერმერი იყენებს ბოსტანში, ვენახსა და ბაღნარში. ნაოზაში მინა-ბამბის პოლიმერის ბიო-დანადგარის მონტაჟი „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ პროგრამის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფერმერ დიმიტრი მუზაშვილს შორის ეფექტური თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს.

 

პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • 4000 აშშ დოლარის გრანტის გამოყოფა(სამშენებლო ღირებულების 80%) - ტექნიკური დახმარების სახით,  ორი ბიო-დანადგარის მშენებლობისა და  ტესტირების მიზნით
  • ბიოდანადგარების მშენებლობის ღირებულების 20%


პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები: 

  • პროექტი ხელმძღვანელობდა დანადგარის დაპროექტებასა და მონტაჟს და ერთი წლის  განმავლობაში  ბიო-დანადგარის მუშაობას მონიტორინგს უწევდა.აღრიცხული ჩვენებები შეგროვდა მწარმოებლის  მიერ გაცხადებული ეფექტურობის ნათელყოფისთვის და  მომავალში დაპროექტების გასაუმჯობესებლად 

პროექტის შედეგები

  • ბიოდანადგარების მშენებლობამ გაუმჯობესა ფერმერთა ოჯახების ცხოვრების პირობები და  ამ ტიპის ბიო-დანადგარის რეალური სარგებლის უპერატესობები სოფლის სხვა მაცხვრებლებს  ნათლად უჩვენა
  • ოჯახების მიერ თხევად აირსა და შეშაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა
  • საქონლისა და ღორის ნარჩენი წივის გამოყენებით  სათბური გაზების გამოყოფა შემცირდა
  • ბოსტენულისა და ხილის მოყვანისთვის  ბუნებრივი არა-ქიმიური სასუქის წარმოება



გიორგი მუზაშვილის კუთვნილ ფერმაში დამონტაჟებული ბიოგაზის დანადგარი 2007 წლის ნოემბრიდან შეუწყვეტლივ მუშაობს. ოჯახი იყენებს სუფთა აირს და ამით ყოველთვიურად ზოგავს 2  კანისტრა თხევად აირს, რითაც წელიწადში 600 ლარს ზოგავს და ამავე დროს ქიმურ სასუქთან შედარებით ბუნებრივი, სუფთა სასუქით სარგებლობს. ბატონი მუზაშვილი და მისი შვილიშვილები პროგრამის “ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ მიერ დაკვეთილი სატელევიზიო საინფორმაციო რგოლის -საქართველოში ბიო-დანადგარების სარგებლიანობის შესახებ-  მთავარ გმირებად იქცენ. როდესაც 2009 წლის თებერვლის თვის განმავლობაში ეს საინფორმაციო რგოლი ტელევიზიით ტრიალებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და პროგრამა „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დღეში 15 დან 40-მდე შეტყობინებას ღებულობდა საქართველოში ბიოდანადგარების სარგებლიანობასა თუ მუშაობაზე ინფორმაციის მისაღებად.  



ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.