ოკამი
მცირე ჰესის რეაბილიტაციის პროექტი 

ოკამის მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და არც დასრულებულა. ამ ჰესის მშენებლობის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა გარშემო  მდებარე სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და ამასთანავე რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა. პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, სადგურის გამომუშავების სიმძლავრე ნულიდან 1,600კვტ-მდე გაიზარდა, ხოლო გამომუშავება წელიწადში 8,74 მილიონი კვტს-ით გაიზარდა. რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წლებში დაახლოებით 1.04 მილიონი დოლარის ელექტრომოგებას მოიტანს.

პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
  • ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებდა 205,000აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის აღებას 5 წლის ვადით არსებული კომერციული განაკვეთებით 
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 119,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა
  • შესყიდვა, მშენებლობის დაგეგმვა და ზედამხედველობა
  •  გარემოსდაცვითი მართვის გეგმის შემუშავების დასრულება
  • მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა
  • ბიზნესს მენეჯმენტის ტრენინგი

პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:

  • მოკლე სწრაფმდენის  მშენებლობა
  • შვიდ გზის გადამკვეთის მშენებლობა
  • წყალმიმღები სტრიქტურის რეაბილიტაცია
  • ორი გენერატორის დანადგარის შეცვლა
  • ახალი მართვის სისტემის და ელ.გამანაწილებელი მოწყობილობების მონტაჟი
  • ჰესის შენობის  გაუმჯობესება
  •  სააკუმულატოროსა  და ვენტილაციის აღდგენა

შედეგები:

  • ოკამის  მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა  0კვ-დან კვტ  1,600კვტ-მდე
  • ჰიდრო ელექტრო სადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე  და ამასთან  საქართველოში მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურების განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.
ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.