ოკამის მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის
მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და არც დასრულებულა. ამ ჰესის
მშენებლობის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა გარშემო მდებარე სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა
და ამასთანავე რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა. პროექტის „ენერგეტიკის
განვითარება სოფლად“ დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, სადგურის გამომუშავების
სიმძლავრე ნულიდან 1,600კვტ-მდე გაიზარდა, ხოლო გამომუშავება წელიწადში 8,74 მილიონი
კვტს-ით გაიზარდა. რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წლებში დაახლოებით 1.04 მილიონი დოლარის
ელექტრომოგებას მოიტანს.
პროექტის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
- პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
- ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებდა 205,000აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის აღებას 5 წლის ვადით არსებული კომერციული განაკვეთებით
- აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 119,000 დოლარის გრანტით უზრუნველყოფა
- შესყიდვა, მშენებლობის დაგეგმვა და ზედამხედველობა
- გარემოსდაცვითი მართვის გეგმის შემუშავების დასრულება
- მართვის და ექსპლუატაციის პროგრამის შემუშავება და დანერგვა
- ბიზნესს მენეჯმენტის ტრენინგი
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:
- მოკლე სწრაფმდენის მშენებლობა
- შვიდ გზის გადამკვეთის მშენებლობა
- წყალმიმღები სტრიქტურის რეაბილიტაცია
- ორი გენერატორის დანადგარის შეცვლა
- ახალი მართვის სისტემის და ელ.გამანაწილებელი მოწყობილობების მონტაჟი
- ჰესის შენობის გაუმჯობესება
- სააკუმულატოროსა და ვენტილაციის აღდგენა
შედეგები:
- ოკამის მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 0კვ-დან კვტ 1,600კვტ-მდე
- ჰიდრო ელექტრო სადგურის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე და ამასთან საქართველოში მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურების განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.
