შენაქოს ჰიდრო ელექტრო სადგური სუფთა, განახლებად ენერგიას მიაწვდის სოფლის
60-მდე ოჯახს, ისევე როგორც ახლო მდებარე საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოს.
სოფელი შენაქო მდებარეობს თუშეთის გეოგრაფიულ მხარეში ახმეტიდან (კახეთის
რეგიონი) 115 კილომეტრის დაშორებით დიდი კავკასიონის მთის სამხრეთ კალთაზე. სოფელი
შედგება 60 მოსახლე ოჯახისგან, რომელსაც 1990-იან წლებში გადამცემი ხაზის დაზიანების
გამო არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. შენაქოს მცირე ჰიდრო ელექტრო
სადგურის (თუშეთი, კახეთის რეგიონი) მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით დაიწყო. აშშ-ის განვითარების სააგენტო ამ მშენებლობაში „ენერგეტიკის განვითარება
სოფლად“ პროექტის ფარგლებში ჩაერთო, ხოლო 2008 წლიდან პროექტ “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და
განათების ინიციატივა“ (ნათელი) ფარგლებში გააგრძელა (ორივე პროექტი „ვინროკ ინტერნეიშალის
მიერ იქნა განხორციელებული). საქართველოს ენერგეტიკისა
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით ჰიდროელექტროსადგურიდან
სოფელ შენაქომდე (1800მ) გაყვანილ იქნა გადამცემი ხაზი (10კვტ), რომლისთვისაც სამინისტრომ
125,000 ლარი გამოყო. მეორე ფინანსური დახმარება ქალთა საერთაშორისო ასოციაციის
მიერ განხორციელდა, რომელმაც ტრანსოფრმატორის შესაძენად 5.500 ლარი გამოყო.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ცენტრი“ ამ პროექტის განხორციელებისთვის გამოყო 27,000 აშშ დოლარი, რომელიც საწვავის, ტრანსპორტირების, საკვების და მუშათა ხარჯებს მოხმარდა. ამ პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი თვით სოფელ შენაქოს მოსახლეობამ შეიტანა: მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა (წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თვე მიმდინარეობდა სამუშაოები), მთის ლანდშაფტისა და ჰიდრო ელექტრო სადგურის რთული ადგილმდებარეობისა, სოფლის მაცხოვრებლები წამყვან მუშა-ხელს, სამშენებლო მასალების მომწოდებლებსა და მშენებლობის დაპროექტებლებს წარმოადგენდნენ. შენაქოს მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 50კვტ. სადგურის მიერ ენერგიის გამომუშავება წყლის დონეზეა დამოკიდებული: 2011 წლის ივლისში განხორციელებული ტესტირებისას, სადგურმა 30კვტ ენერგია გამოიმუშავა. არსებული მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური სოფელს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მოამარაგებს, ხოლო ზამთარში, როდესაც მოთხოვნა ელექტო ენერგიაზე უფრო ნაკლებია, ელექტროენერგით ახლომდებარე სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოც მომარაგდება. მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის მიზანია შენაქოში ცხოვრების სტანდარტის ამაღლება და სოფლის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა მთლიანად რეგიონში. სოფელ შენაქოს შემდეგი ამოცანაა სოფლის სასმელი წყლის სისტემით უზრუნველყოფა. ელექტროფიკაცია ამ მიზნის განხორციელებას ხელს შეუწყობს.



