სულორი
სულორის მცირე ჰესის რეაბილიტაციის პროექტი 

სულორის მცირე ჰესის მუშაობა დაიწყო 1953 წელს და მხოლოდ 1987 წლამდე ოპერირებდა, რისი მიზეზიც ქვეყანაში არსებული არეულობა და ჰესის ქონების მუდმივი ძარცვა იყო. ამ ჰესის მიზანს წარმოადგენდა გარშემო მდებარე სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ისევე, როგორ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა. პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ კონსულტაციისა და ტექნიკური დახმარების შედეგად სადგურმა გამომუშავების სიმძლავრე 0კვ-დან 800კვ-მდე გაზარდა, რითაც წლიური გამომუშავება 4.5 მილიონი კვტსთ-ით გაიზარდა.  რეაბილიტირებული პროექტი მომავალ წლებში ელექტოროენერგიით მიღებულ მოგებას 1 მილიონი აშშ დოლარით გაზრდის. პროექტი დაფინანსდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგრანტო დახმარების გარეშე.

პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ დახმარება მოიცავდა:

  • ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
  • სადგურის ტექნიკური დაპროექტების შესახებ რჩევის გაწევა
  • სადგურისთვის ჰიდრო-მექანიკური აღჭურვილობის  სახეობის შეძენის თაობაზე რჩევის გაწევა
  • ბიზნეს-გეგმის შემუშავება, რაც ითვალისწინებს 2140,000აშშ დოლარის 17% საკრედიტო ხაზის აღებას 5 წლის ვადით
  • გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმის დასრულება

პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:

  • წყალმიმღები სტრუქტურის რეაბილიტაცია
  • წყამიმღების სტრუქტურის კარიბჭის განახლება
  • სალეღარის ავზის ბსკერის გაწმენდა
  • ჰიდრავლიკური ძალოვანი დანადგარების  შეძენა და მონტაჟი
  • მართვის სისტემების და ელ.გამანაწილებელი დანადგარების შეძენა და მონტაჟი
  • სათავო ნაგებობების რეაბილიტაცია
  • ტურბინა/გენერატორების შესყიდვა და მონტაჟიჰ
  • ჰესის შენობის  რეაბილიტაცია და გაუმჯობესება
  • სააკუმულატოროსა  და ვენტილაციის აღდგენა 

შედეგები:

  • სულორის ჰიდროელექტროსადგურის სადგურის დადგმული სიმძლავრე  0კვ-დან 80კვ-მდე გაიზარდა
  • ჰესის მუშაობამ პოზიტიური გავლენა იქონია თემის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე და ამასთან საქართველოში მცირე ჰესების განვითარების ბიზნესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.
ბოლო სიახლეები
 
ენერგო ავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში. 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე ენერგო ავტობუსი იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში, ქუთაისში, ვანში და სამტრედიაში.

პროექტ ‘ნათელი II’-ის კომპონენტის ‘ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გამუმჯობესება’ ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თემაზე ‘აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში’. აღნიშნული სემინარები ჩატარდა მიმდინარე წლის  20 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში და 25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა (NATELI II), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და Winrock International-ის ხელმძღვანელობით, აცხადებს გრანტების გასაცემ ღია კონკურსს ენერგო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით.

2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე:"ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში"თბილისიის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის შენობაში.
2011 წლის 6 დეკემბერს რუსთავის 2-ის თოქ-შოუ "შუა დღე" ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა. გადაცემი წამყვანები და სტუმრები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებიდან. გადაცემაში სტუმრად მიწვეულნი იყვნენ -ვინროკ ჯორჯიას- ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრი "საქართოველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.